არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ნიკა რურუა - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია
14:33 17-07-2017
ნიკა რურუა - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა „სუფთა ფურცლიდან“ უნდა დაიწყოს.

როგორც რურუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცვლილებების შინაარსი, არამედ პროცესიც, რომელიც ჩიხშია შესული.

„ხელისუფლებამ ეს პროცესი ჩიხში შეიყვანა და ახლა უკვე არა მხოლოდ კონსტიტუციის ცვლილების შინაარსია მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი, არამედ პროცესიც - პროცესი იმდენად უვარგისი იყო, იმდენად ფარსი შექმნა ხელისუფლებამ ამ პროცესისგან, რომ სანამ შინაარსზე გადავალთ, თავად ეს პროცესია შესაბრუნებელი, თავიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი ყველა მცოდნე და დაინტერესებული ადამიანის ჩართვით, გამჭვირვალედ იმისთვის, რომ მერე შინაარსში კონსენსუსი მიიღწეს. შერჩებათ ხელში ასეთი ბრიყვული ქმედებებით არალეგიტიმური, ფსევდო კონსტიტუცია, რომელსაც არავინ დაემორჩილება. პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია“, - განაცხადა რურუამ.

რურუა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება „ვერ გაყიდის ტყუილებს სიმართლედ“.

„შეხვედრა შეხვედრისთვის რა საჭიროა? აქ ხომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიები შექმნას? ილუზიის შექმნას შეეცადა, როცა ვითომ ჩაატარა საერთო სახალხო განხილვა, როცა თითქოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა მანამდე. ახლაც იძახიან, რომ არაფერს შევცვლით და ისე შევხვდეთო. წარმოდგენა არ აქვთ. ძალიან გაუნათლებელი ხალხია და ილუზიას ქმნიან, რომ რაღაც იციან. ამ ილუზიას ხალხი ხედავს. ვერ გაყიდიან ტყუილებს სიმართლედ. ამიტომ პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, ყველა საქმიანი, მცოდნე ხალხის ჩართულობით, ვენეციის კომისიის ჩართულობით, ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სხვა კონსტიტუციების გამოცდილებით უნდა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ერთი პარტიისთვის კი არ არის კარგი, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის კარგი. რა სასწრაფოა ასე ორ დღეში მიღება? ცხადია, რომ ამას აკეთებს იმიტომ, რომ ოლიგარქის დავალება აქვს ასეთი. ოლიგარქიის დაკანონება უნდათ და კანონის უზენაესობა უნდათ ჩაანაცვლონ კანონით უზენაესობით და ეს საქართველოში არ გავა“, - აღნიშნა რურუამ.

როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით გუნდის შიგნით მსჯელობას გეგმავს. ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია მერად არჩევის შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს
დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისში არის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის კიდევ დამატებით პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის „ევროპული საქართველოს“
გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოაგვარებს თბილისში უმუშევრობის პრობლემას
მთავარი პრობლემა თბილისში არის უმუშევრობა, არ არის ინვესტიციები, ხალხს არ აქვს შემოსავალი, - ამის შესახებ „ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ
ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს
თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობების და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს,
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არჩევნებს დააკვირდება
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება (IUSY) 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კონსტიტუცია ”გაუპრავა”
ვერაფერი გავიგეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი წლის ნამუშევარი რატომ მოხვეტა ერთი ხელის მოსმით და გადაყარა ნაგვის ყუთში, - ასე აფასებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი - ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღნიშნულის შესახებ
მიხეილ ჯანელიძე - უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა"
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე
ირმა ინაშვილი - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება
თბილისის მერობის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება.
ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.