არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
თინა ბოკუჩავა - კარგი იქნებოდა უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე
12:56 26-07-2017
თინა ბოკუჩავა - კარგი იქნებოდა უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა გაიზიაროს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარგი იქნებოდა ”უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი ვეტოს დაძლევაზე და პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე”.

მისივე თქმით, აუცილებელია პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით საკითხის შინაარსობრივი და საგნობრივი შესწავლა მოხდეს.

,,ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი შენიშვნებია შემოსული პარლამენტში. კარგი იქნებოდა, რომ უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი ვეტოს დაძლევაზე და ხელის გადაგრეხაზე პრეზიდენტისთვის, არამედ იმაზე, რომ მოხდეს საკითხზე შინაარსობრივი, საგნობრივი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული დისკუსია და დებატი. ამისთვის არის პარლამენტი და არა იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეს ხელი გადაუგრიხოს და მხოლოდ მათი რიცხობრივი უპირატესობით დაძლიონ ვეტო“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებს. გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა.

აქედან ერთი, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დავით ჭიჭინაძე - “ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!
“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა
 ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ლაილა ომარ გადისთან
 თამარ ჩუგოშვილი - კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის
კრიტიკული აზრების სიმცირე „ქართულ ოცნებაში“ და უმრავლესობაში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა
 რომან გოცირიძე - დავით ჭიჭინაძის, ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა სერიოზული დარტყმაა პარლამენტის იმიჯისათვის
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის დევნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
 იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება.
 მამუკა ბახტაძე - ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება
ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“
 მამუკა ბახტაძე - მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში
მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების
 გედევან ფოფხაძე - შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება
თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს
 დავით ჭიჭინაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა რომ დაკარგა, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც პარტიიდან ჩემი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
„ქართული ოცნება“ არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი, მე მათთან ვერავინ დამაშორებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია
 პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა
პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის