არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან
09:48 12-08-2017
ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან თბილისის ცენტრში სკოლები უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, ხოლო სოფლის სკოლები მაგრად არიან ჩამორჩენილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ არის მიბმული პედაგოგების საკითხთან. ”ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი, რაც კვლევით გამოვლინდა, არის ის, რომ თბილისის ცენტრალური უბნების საშუალო მაჩვენებელი არის თითქმის საშუალო ევროპულთან. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ცენტრში კერძოც და საჯარო სკოლებიც უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი. რა თქმა უნდა იქაც არის გამონათებები, მაგრამ მაინც, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან სოფლის სკოლებთან შედარებით, ეს არის ცალსახად მიბმული პედაგოგებზე. სოფელში საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები არ არიან. ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მათემატიკოსი და ბიოლოგი ყველა სოფელში ჭირს. ეს მათ შორის იმის ბრალიც არის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში კამპანიური ხასიათი ჰქონდა იმას, რომ მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟი მოკლეს. არც ერთ ახალგაზრდას არც სოფელში და არც ქალაქში არ უნდოდა. პირველად იყო 2016 წელს, როცა ჩვენი ძალისხმევით 1000-მა სტუდენტმა ჩააბარა პედაგოგიურზე. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ სოფლებშიც და ეროვნული უმცირესობების სკოლებშიც დაბრუნდებიან საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და განათლების ხარისხიც აიწევს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა
რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს
ზურაბ აბაშიძე - საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში,
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა
ლადო პაპავა - სამთავრობო ცვლილებებში დადებითია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს და არ დაინიშნა რომელიმე ქვეყანაში ელჩად
თსუ-ს პროფესორი ლადო პაპავა მთავრობაში სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პაპავამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს სქემა,
ოთარ კახიძე - მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს.
საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერს, ვაჭრობის,
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს