არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
გიორგი მარგველაშვილი - მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა
13:21 12-08-2017
 გიორგი მარგველაშვილი - მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლისა და უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა, რაც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და ბევრი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული.

ამ პარტნიორობის მიზანია, თავისუფლების მოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა, რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ, ერთიან, დაცულ ქვეყანას შექმნის. ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს სრულდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 3000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა
რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს
ზურაბ აბაშიძე - საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში,
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა
ლადო პაპავა - სამთავრობო ცვლილებებში დადებითია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს და არ დაინიშნა რომელიმე ქვეყანაში ელჩად
თსუ-ს პროფესორი ლადო პაპავა მთავრობაში სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პაპავამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს სქემა,
ოთარ კახიძე - მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს.
საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერს, ვაჭრობის,
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს