არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
თენგიზ ფხალაძე - უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს
15:25 12-08-2017
თენგიზ ფხალაძე - უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს, რათა დასრულდეს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს პრობლემებს უქმნის.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მითუმეტეს, აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება არც ერთი მეტრი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, არამედ საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა
რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს
ზურაბ აბაშიძე - საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში,
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა
ლადო პაპავა - სამთავრობო ცვლილებებში დადებითია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს და არ დაინიშნა რომელიმე ქვეყანაში ელჩად
თსუ-ს პროფესორი ლადო პაპავა მთავრობაში სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პაპავამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს სქემა,
ოთარ კახიძე - მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს.
საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერს, ვაჭრობის,
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს