არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
ვლადიმერ პაპავა - ჯეჯელავა შეუფერებელია ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისთვის, განათლების მინისტრის რანგში საერთოდ გაუგებრობაა
10:52 14-08-2017
ვლადიმერ პაპავა - ჯეჯელავა შეუფერებელია ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისთვის, განათლების მინისტრის რანგში საერთოდ გაუგებრობაა აშკარაა, რომ ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა შეუფერებელი პიროვნებაა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისათვის, ხოლო განათლების მინისტრის რანგში საერთოდ გაუგებრობაა, - ამის შესახებ თსუ-ს ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პაპავამ განათლების სისტემაში დაგროვილი პრობლემები ჩამოთვალა. ამ კონტექსტში მან სასკოლო განათლების ხარისხზე, პედაგოგთა კვალიფიკაციაზე, სახელმძღვანელოებზე ისაუბრა და ყოველივე ამის ფონზე, სკოლებში ვაშლის დარიგებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებას კომიკური უწოდა.

”გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრი კრონიზმის (ფავორიტიზმის ერთ-ერთი სახე, ახლობელ-მეგობრებისთვის, კვალიფიკაციის დამოუკიდებლად, უპირატესობის მინიჭება) სენითაა დაავადებული და ამიტომაც ვერ ხედავს მინისტრობისთვის შეუფერებელი თავისი მეგობრის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობას, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ? მათი ასაკიდან გამომდინარე, შვილები ჯერ კიდევ სკოლებში უნდა დადიოდნენ და ნუთუ არ ეცოდებათ თუნდაც საკუთარი შვილები ასეთი კურიოზული მინისტრის ხელში? თანაც ამ ინიციატივამ უამრავი კითხვა გაგვიჩინა. მაგალითად, რატომ უნდა დარიგდეს ვაშლები მარტო თბილისში და თანაც მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ათას ბავშვზე მეტი სწავლობს? რა დააშავეს რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანმა სკოლებმა?”, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

მისივე თქმით, კვირაში ერთი ვაშლი ვერ გადაწყვეტს კვების პრობლემას.

ამასთან, პაპავას მოსაზრებით, ცალკე პრობლემაა არამიზნობრივი ხარჯები სკოლებში.

”როცა სკოლებში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, განათლებისთვის გამოყოფილი თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საეჭვო პროექტზე, რომელზეც თავად მინისტრსაც კი ეცინება? მისი ეს სიცილი კი მთლიანად ჩვენი საზოგადოების დაცინვაა! "კომბლედან" ვაშლამდე მისული მინისტრი უკვე სასაცილოც აღარ არის, ის უკვე მავნეც ხდებ, ჩვენი შვილების განათლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ლეგალურად გაფანტვას უპირებს და თანაც ამის შესახებ საზოგადოებას სიცილ-ხითხითით ამცნობს... ერთმა ტაქსის მძღოლმა ჩემთან პირად საუბარში ასე ახსნა ვიცე-პრემიერის ეს ინიციატივა: ეტყობა, მთავრობა ვაშლის დიდ მოსავალს ელის და შიშობს, იგივე არ მოუვიდეს ქართულ ვაშლს, რაც ატამს მოუვიდაო”, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

მისივე თქმით, ჯეჯელავას ერთადერთ დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს მისი კომიკურობა, რადგანაც ”ამდენი სასაცილო რამ არც ერთ მის წინამორბედს არ უთქვამს”.

”ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე წელიწადზე მეტია მინისტრია, ამიტომ მისი ერთწლიანი მუშაობის შეფასება სულაც არ არის რთული, რადგანაც აშკარაა, რომ ბატონი ჯეჯელავა შეუფერებელი პიროვნებაა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისათვის, ხოლო განათლების მინისტრის რანგში საერთოდ გაუგებრობაა... თუ პრემიერ-მინისტრი მას მაინცდამაინც ვერ ელევა, ჰყავდეს თუნდაც მოადგილედ და თავადვე დატკბეს მეგობრის სიბრძნით, ხოლო განათლების და მეცნიერების სფერო დაინდოს”, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ვაშლის დარიგების კამპანია დაიწყება. ერთი ვაშლი თითო მოსწავლეს კვირაში ერთხელ დაურიგდება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი საკუთარ გუნდს დღეს წარადგენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი ლაშა გოგია საკუთარ გუნდს დღეს, 12:00 საათზე წარადგენს.
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.
ჩინეთის ელჩი - მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონ კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი
ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც დიდ როლს
საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა
საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის
საქართველოსთვის 45 მლნ ევროს ოდენობით დახმარების საკითხს ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი განიხილავს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი (INTA) 22 ნოემბერს საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობით მაკრო-ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს.
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ
კიევიდან დეპორტირებული ოპერატორი - სპეცრაზმელებმა სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ფეხებს მირტყამდნენ, თვალები ამიკრეს და ასე წამიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით
"რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტში მყოფი ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” წუხელ, გვიან ღამით დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი - როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინიდან დეპორტირებული
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის
უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციის საკითხზე საელჩო განცხადებას ავრცელებს
უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციის საკითხზე უკრაინაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უვლელად გთავაზობთ: