არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
გიორგი ჩოგოვაძე - არ მგონია სწორი იყოს ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტს“ ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები
20:44 16-08-2017
გიორგი ჩოგოვაძე - არ მგონია სწორი იყოს ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტს“ ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები არ მგონია, რომ სწორი იყოს საქართველოში ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტის“ პროექტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, „ჯემ ფესტის“ პროექტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უფრო დეტალურად ისაუბრებენ „ჯემ ფესტთან" დაკავშირებულ ყველანაირ სიტუაციაზე.

კითხვაზე, ვრცელდებოდა ინფორმაცია მასსა და ეკონომიკის მინისტრს შორის არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც გიორგი ჩოგოვაძემ უარყო და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, რომლის გუნდსაც ის თავად წარმოადგენს და მომავალში ერთობლივად გუნდთან ერთად საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის დიდ საქმეებს გააკეთებენ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეაფასებს ის „ჯემ ფესტს“, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნულ პროექტს ჰყავს პასუხისმგებელი პირები. „ჯემ ფესტის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. როდესაც მოხდება სწორედ ამ ადამიანების მიერ ამის გაანალიზება და შეფასება, შემდეგ გაკეთდება ოფიციალური კომენტარები", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

კითხვაზე, „ჯემ ფესტისთვის“ გადარიცხულ თანხას უტარდებოდა თუ არა მონიტორინგი, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან - არა".
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით მათიკაშვილი Amnesty International-ის ანგარიშშზე - ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბევრი რამ კეთდება.
საპარლამენტო უმცირესობა მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს
“ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს, - ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა გააკეთა.
”ევროპული საქართველო“ - „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში” მოთხოვნები ისედაც არსებობს და მთავარი მათი აღსრულებაა
”ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კანონში
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ვენის უნივერსიტეტის პროფესორს ჰანეს ტრეტერს შეხვდნენ
ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს
“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ევროკავშირის
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი ეწვევა.
თამაზ მეჭიაური - მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ შეიძლება ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ
ამ ეტაპზე ჩემს საწინააღმდეგოდ რაიმე ბერკეტი არ გააჩნიათ, თუმცა მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ თეორიულად შეუძლიათ ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ,
“ევროპული საქართველო” პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვს
“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა
მარიკა დათუკიშვილი - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პოსტებზე წარდგენილი კანდიდატებისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ
მთავრობის წევრების ამ კანდიდატებს ჩვენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დავუჭირეთ ბევრი რამის გამო, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა
რიმა ბერაძე - სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება ჩვენი მმართველობის პირობებში არ შემცირებულა
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის