არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
საგარეო უწყება - ხანძრის დროს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა დახმარების მზაობა
08:35 29-08-2017
საგარეო უწყება - ხანძრის დროს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა დახმარების მზაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში განუცხადეს, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი.

ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას.

ამის შემდგომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.
საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიერ”, - აცხადებენ სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია
ზურაბ ბატიაშვილი - აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებაზეც ნეგატიურად აისახოს
აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.
თამარ ჟვანია - გუშინ არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია,
“ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უმრავლესობა მოიპოვა
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თამარ ჟვანია - ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე