არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
საგარეო უწყება - ლონდონში დაგეგმილი ე.წ. ჩემპიონატი FIFA-ს მიერ სოხუმის საფეხბურთო გუნდის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას არ გულისხმობს
12:16 13-09-2017
საგარეო უწყება - ლონდონში დაგეგმილი ე.წ. ჩემპიონატი FIFA-ს მიერ სოხუმის საფეხბურთო გუნდის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას არ გულისხმობს ლონდონში დაგეგმილი ე.წ. ჩემპიონატი FIFA-ს მიერ სოხუმის საფეხბურთო გუნდის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას არ გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„2018 წლის ბოლოს ლონდონში დაგეგმილი საფეხბურთო ტურნირი წარმოადგენს არაღიარებული რეგიონების “საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის“ (ConIFA) კერძო ინიციატივას. ამ ღონისძიებაში კერძო სტატუსით იღებენ მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა არაღიარებული რეგიონების საფეხბურთო გაერთიანებები. ლონდონში დაგეგმილ ე.წ. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს არანაირი კავშირი არ აქვს FIFA-სთან (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია). შესაბამისად, ის არ გულისხმობს სოხუმის საფეხბურთო გუნდის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ნაკრები არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2018 წლის 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ინგლისში გაიმართება.

ConIFA აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FIFA-ში არ შედის.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით მათიკაშვილი Amnesty International-ის ანგარიშშზე - ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბევრი რამ კეთდება.
საპარლამენტო უმცირესობა მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს
“ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს, - ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა გააკეთა.
”ევროპული საქართველო“ - „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში” მოთხოვნები ისედაც არსებობს და მთავარი მათი აღსრულებაა
”ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კანონში
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ვენის უნივერსიტეტის პროფესორს ჰანეს ტრეტერს შეხვდნენ
ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს
“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ევროკავშირის
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი ეწვევა.
თამაზ მეჭიაური - მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ შეიძლება ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ
ამ ეტაპზე ჩემს საწინააღმდეგოდ რაიმე ბერკეტი არ გააჩნიათ, თუმცა მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ თეორიულად შეუძლიათ ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ,
“ევროპული საქართველო” პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვს
“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა
მარიკა დათუკიშვილი - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პოსტებზე წარდგენილი კანდიდატებისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ
მთავრობის წევრების ამ კანდიდატებს ჩვენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დავუჭირეთ ბევრი რამის გამო, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა
რიმა ბერაძე - სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება ჩვენი მმართველობის პირობებში არ შემცირებულა
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის