არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
ნინო ლომჯარია - შემოწირულობებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 14 ფიზიკური პირია დაბარებული
12:33 13-09-2017
ნინო ლომჯარია - შემოწირულობებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 14 ფიზიკური პირია დაბარებული შემოწირულობებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 14 ფიზიკური პირია დაბარებული, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ფიზიკური პირების მიერ გაღებული შემოწირულობების ოდენობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის კითხვის ნიშნებს იწვევს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დაბარებული ფიზიკური პირებიდან 6 ”ევროპული საქართველოს” (ჯამში 60 300 ლარის შემოწირულობით) ხოლო 8 ”ქართული ოცნების” (ჯამში 240 000 ლარის შემოწირულობით) შემომწირველია.

როგორც ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მათი დაბარების მიზანია დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერების დასადასტურებლად.

”ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე, ანუ ეს ციფრები არის ფაქტები. თვალშისაცემია მნიშვნელოვანი განსხვავება შემოწირულობებთან დაკავშირებით მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, ამ ეტაპზე ჩვენ კითხვის ნიშნები გვაქვს 14 შემომწირველთან დაკავშირებით, რადგან შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ვფიქრობთ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი შესაბამისი შემოწირულობის განსახორციელებლად, ამიტომ, ჩვენ ვიბარებთ 14 პირს, რომ მათ წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს
პარლამენტის დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას ფრაქცია „ქართული ოცნების“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა
მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი.
”ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულს ნიკა მელია ხელმძღვანელობს
”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნიკა მელიაა. 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 3. ლევან ხაბეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო
ბლოკმა ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ცესკოში პარტიული სია წარადგინა
ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს.
რომან გოცირიძე - ჩვენი მთავარი მოთხოვნა ბლოკებს არ ეხებოდა - პრინციპული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის
როგორც ჩანს, მათ იციან ვენეციის კომისიის აზრი დარჩენილი მანდატების არასამრთლიანი გადანაწილების შესახებ და წინმსწრებად უნდათ,
ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება არის ცინიკური - 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დატოვებას ისედაც გვპირდებოდნენ, აქ სიახლე რა არის?
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის ცინიკური ლაპარაკი იმაზე, რომ მას ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოსახლეობის აზრი, - ამის შესახებ