არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები, ჩვენ გვაინტერესებს როგორ ჩაივლის არჩევნების პროცესი
15:21 13-09-2017
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები, ჩვენ გვაინტერესებს როგორ ჩაივლის არჩევნების პროცესი მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში არ ჩავერევით და ასევე, არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები - ჩვენ გვაინტერესებს როგორ ჩაივლის მთლიანად არჩევნების პროცესი და რამდენად იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეუთო-ს მისიის მთავარი როლი და ფუნქციაა, დააკვირდეს არჩევნებს და დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე ანგარიში მოამზადოს.

„ჩვენი მანდატი გულისხმობს არჩევნების შეფასებას როგორც ეს ხდება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება პროცესი ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს და სტანდარტებს, რომელიც გულისხმობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ასევე იმას, თუ რამდენად შეესაბამება ეს პროცესი ადგილობრივ კანონმდებლობას“, - განაცხადა კორიენ იონკერმა.

მისივე განმარტებით, სადამკვირვებლო მისია ასევე შეაფასებს სხვადასხვა საკითხს არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, მასმედიის მიერ არჩევნების გაშუქების შესახებ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დამკვირვებლები საქართველოში დღეიდან, არჩევნების დამთავრებამდე იმუშავებენ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს
პარლამენტის დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას ფრაქცია „ქართული ოცნების“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა
მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი.
”ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულს ნიკა მელია ხელმძღვანელობს
”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნიკა მელიაა. 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 3. ლევან ხაბეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო
ბლოკმა ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ცესკოში პარტიული სია წარადგინა
ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს.
რომან გოცირიძე - ჩვენი მთავარი მოთხოვნა ბლოკებს არ ეხებოდა - პრინციპული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის
როგორც ჩანს, მათ იციან ვენეციის კომისიის აზრი დარჩენილი მანდატების არასამრთლიანი გადანაწილების შესახებ და წინმსწრებად უნდათ,
ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება არის ცინიკური - 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დატოვებას ისედაც გვპირდებოდნენ, აქ სიახლე რა არის?
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის ცინიკური ლაპარაკი იმაზე, რომ მას ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოსახლეობის აზრი, - ამის შესახებ