არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა
15:41 13-09-2017
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში UNWTO-ს 22-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძე მიესალმა მიმდინარე წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადებას.

მისი განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურათა თანაარსებობას.

მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწინებით, ქვეყნები თანდათან ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისს.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც 2016 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა.

საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და მასპინძელ ქვეყანას გულთბილი მიღებისათვის და გამოხატა მზაობა, ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს
პარლამენტის დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას ფრაქცია „ქართული ოცნების“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა
მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი.
”ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულს ნიკა მელია ხელმძღვანელობს
”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნიკა მელიაა. 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 3. ლევან ხაბეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო
ბლოკმა ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ცესკოში პარტიული სია წარადგინა
ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს.
რომან გოცირიძე - ჩვენი მთავარი მოთხოვნა ბლოკებს არ ეხებოდა - პრინციპული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის
როგორც ჩანს, მათ იციან ვენეციის კომისიის აზრი დარჩენილი მანდატების არასამრთლიანი გადანაწილების შესახებ და წინმსწრებად უნდათ,
ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება არის ცინიკური - 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დატოვებას ისედაც გვპირდებოდნენ, აქ სიახლე რა არის?
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის ცინიკური ლაპარაკი იმაზე, რომ მას ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოსახლეობის აზრი, - ამის შესახებ