არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
კურტ ვოლკერი აშშ-ს მიერ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივაზე - ეს ძალიან კარგი ინიციატივაა პრეზიდენტის მხრიდან
17:13 13-09-2017
კურტ ვოლკერი აშშ-ს მიერ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივაზე - ეს ძალიან კარგი ინიციატივაა პრეზიდენტის მხრიდან უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ვაშინგტონის მიერ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იწონებს.

როგორც ვოლკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ”ძალიან კარგი” ინიციატივაა.

”ეს ძალიან კარგი ინიციატივაა პრეზიდენტის მხრიდან. პირადად ჩემი უპირველესი მანდატი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, უკრაინის საკითხებზე მუშაობა გახლავთ, ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. თუმცა, შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. როგორ უკვე აღვნიშნე, საქართველოს შემთხვევაში ეს არის ხანგრძლივი პროცესი, სხვადასხვა ფაზებით. უკრაინის შემთხვევაშიც დიდი შრომა გვჭირდება, რადგან იქ ხალხი იბრძვის და იღუპება”, - განაცხადა ვოლკერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტის დროს წინადადებით მიმართა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა მდინარაძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს
პარლამენტის დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას ფრაქცია „ქართული ოცნების“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა
მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი.
”ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულს ნიკა მელია ხელმძღვანელობს
”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნიკა მელიაა. 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 3. ლევან ხაბეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო
ბლოკმა ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ცესკოში პარტიული სია წარადგინა
ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს.
რომან გოცირიძე - ჩვენი მთავარი მოთხოვნა ბლოკებს არ ეხებოდა - პრინციპული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის
როგორც ჩანს, მათ იციან ვენეციის კომისიის აზრი დარჩენილი მანდატების არასამრთლიანი გადანაწილების შესახებ და წინმსწრებად უნდათ,
ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება არის ცინიკური - 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დატოვებას ისედაც გვპირდებოდნენ, აქ სიახლე რა არის?
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის ცინიკური ლაპარაკი იმაზე, რომ მას ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოსახლეობის აზრი, - ამის შესახებ