არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
გიორგი აბაშიშვილი - მმართველი გუნდი მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებულ კონსტიტუციას იღებს
22:56 13-09-2017
 გიორგი აბაშიშვილი - მმართველი გუნდი მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებულ კონსტიტუციას იღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებულ კონსტიტუციას იღებს. ამის შესახებ აბაშიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა შანტაჟითა და ხელის გადაგრეხვით მოქმედებს და ამით დგამს იმ ნაბიჯებს, რასაც თავის დროზე წინა ხელისუფლება დგამდა.

„მმართველი პოლიტიკური გუნდი, მე ვფიქრობ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა საერთაშორისო საზოგადოებას ქართულ დემოკრატიას აცნობს ასე - მას შეუძლია ყველაფრის კეთება, როცა ის ხელისუფლებაშია, მას აქვს ამის დისკრეცია და საქართველოში დანარჩენი საზოგადოება ვერასოდეს ვერაფერზე თანხმდება. ეს წინა მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი ხაზი იყო. როდესაც დღევანდელი მმართველი გუნდის ძირითად ბირთვს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოადგენენ, მე მესმის, რომ პოლიტიკური ხაზიც იგივე ტარდება. საკონსტიტუციო უმრავლესობა, სამწუხაროდ, შანტაჟითა და ხელის გადაგრეხვით მოქმედებს. მათი პოლიტიკა არის ის, რომ ახლა ჩვენ ვართ უმრავლესობაში და რასაც გვინდა იმას ვიზამთ. ეს ფრაზები და მათი ავტორები, წინა ხელისუფლების დროს ძალიან კარგად მახსოვს და ამ ფრაზების ავტორების შთამომავლები და გამგრძელებლები არიან დღევანდელ ხელისუფლებაში. მათ მიაჩნიათ, რომ წინა ხელისუფლება მაგარი და ძლიერი იყო, როცა ხალხს არ ელაპარაკებოდა. როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, არავის ახსოვს, მაგრამ სჯობს, ესეც გავიხსენოთ ხოლმე. ერთპარტიული კონსტიტუცია არაა?! ერთი პარტიის მიერაა მიღებუილი და სხვათა შორის მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებული კონსტიტუციაა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, კონსტიტუციის მთავარ საკითხებზე თანხმობის მიღწევასთან დაკავშირებით, ბოლო შანსია მმართველი გუნდისთვის, რათა საქართველოს დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი არ შეირყეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე - დედაქალაქი ზამთრის პრობლემების გასამკლავებლად მზად არის
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი ზამთრის პრობლემების გასამკლავებლად მზად არის. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს „თბილსერვის ჯგუფში“
იან კელი Javelin-ის მიღებაზე - ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს უფლებას საკუთარი თავდაცვის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილება
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ პატივს ვცემთ მის უფლებას საკუთარი თავდაცვის შესახებ თავადვე მიიღოს გადაწყვეტილებები,
 თინა ხიდაშელი „ჯაველინების“ მიღებაზე - მეამაყება, რომ 2016 წელს შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა
საქართველო „ჯაველინებს“ მიიღებს - ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია ეს გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი
 საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი ძალაში შევიდა
მხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის
გენერალური აუდიტორი სლოვენიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენელს შეხვდა
გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და სლოვენიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის
დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა
ეს არის აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება, მათ შორის, სამხედრო სფეროში, - ასე გამოეხმაურა
დიმიტრი ცქიტიშვილი - შევეცადეთ, ევროსაბჭოს დელეგაციისთვის გვეჩვენებინა ის გამოწვევები, შესაძლებლობები და წარმატებები, რაც საქართველოს აქვს
მაქსიმალურად შევეცადეთ, ევროსაბჭოს დელეგაციისთვის ჩვენი პერსპექტივიდან გვეჩვენებინა ის გამოწვევები, შესაძლებლობები და წარმატებები,
სალომე სამადაშვილი - სამწუხაროდ, ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტატეგია არ გააჩნია
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი პარტნიორის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა,
ირაკლი სესიაშვილი - Javelin არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ჩვენ ჯარს ძალიან სჭირდება
ეს ცალსახად ჩვენი ხელისუფლების წარმატებაა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
გიგა ბოკერია - აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო,