არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
კურტ ვოლკერი - არ ვფლობ ინფორმაციას, განიხილება თუ არა აშშ-ში პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება, საქართველოში აშშ-ს სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე
08:36 14-09-2017
კურტ ვოლკერი - არ ვფლობ ინფორმაციას, განიხილება თუ არა აშშ-ში პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება, საქართველოში აშშ-ს სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე არ ვფლობ ინფორმაციას იმის თაობაზე, განიხილება თუ არა აშშ-ში პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება, საქართველოში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა განუცხადა.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობა და კავშირები ძალიან ძლიერია. უფრო და უფრო მეტს ვაკეთებთ ამ ურთიერთობებისთვის. ვიცე-პრეზიდენტ პენსის საქართველოში ვიზიტი ამის კარგი მაგალითია. ასევე ვითარდება სამხედრო თანამშრომლობა“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

მან ასევე განმარტა მისი ამჟამინდელი პოსტის შექმნის საჭიროება. „ჩემი როლი მკაფიოდ ფოკუსირებულია უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. მე ვცდილობ აღვადგინო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. აშშ ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსთან დაკავშირებით პროცესები მიმდინარეობს. უკრაინასთან მიმართებაში აშშ-ს ჩართულობა არ გააჩნდა. ამიტომაც საჭირო იყო ამის შექმნა. რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე ერთგვარი გაყინული სიტუაციაა და მიდგომები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა უკრაინაში და საქართველოში, განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ მიმდინარეობს ომი, ხალხი კვდება“, - დასძინა კურტ ვოლკერმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი ალიბეგაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს მოქმედმა
მარიკა დარჩია - საკრებულოს თავმჯდომარის საკითხზე გუნდში ჯერ საუბარი არ ყოფილა
თბილისის საკრებულოს არჩევნებზე "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომრის, მარიკა დარჩიას განცხადებით, სიაში პირველ ნომრად
მამუკა მდინარაძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს
პარლამენტის დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას ფრაქცია „ქართული ოცნების“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა
მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი.
”ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულს ნიკა მელია ხელმძღვანელობს
”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნიკა მელიაა. 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 3. ლევან ხაბეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო
ბლოკმა ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ცესკოში პარტიული სია წარადგინა
ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს.