არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს რეალურ დიალოგზე
08:40 14-09-2017
გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს რეალურ დიალოგზე ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს ნამდვილ, რეალურ დიალოგზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა, მმართველ ძალას, გაიზიაროს კონსენსუსის გზით შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

”მე ვფიქრობ ბოლო შანსი აქვს ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს ნამდვილ, რეალურ დიალოგზე. როდესაც ყველა ახერხებს შეთანხმებას ერთიანი დოკუმენტის შექმნაზე, კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ და გაიზიაროს კონსენსუსური დოკუმენტი”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, არიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, პრეზიდენტის მიერ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეულნი, სადაც მსჯელობა კონსტიტუციის საკითხზე იქნება, აბაშიშვილი პასუხობს, რომ თუ მათ შეხვედრაზე დასწრების სურვილი ექნებათ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიამოვნებით უმასპინძლებს.

”მმართველ გუნდს ახასიათებს ერთი ძალიან საინტერესო მიდგომა, როდესაც ვეპატიჟებით შეხვედრაზე, გვეუბნებიან, ვინ ხართ, რომ გვეძახით, როდესაც არ ვეპატიჟებით, გვეუბნებიან, რატომ არ გვპატიჟებთო. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ვისაც სურს, 14 სექტემბერს, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება შეხვედრა და დიდი სიამოვნებით მივიღებთ, ვნახოთ, როგორი იქნება კონსენსუსი, ეს ნამდვილად სჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია
ზურაბ ბატიაშვილი - აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებაზეც ნეგატიურად აისახოს
აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.
თამარ ჟვანია - გუშინ არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია,
“ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უმრავლესობა მოიპოვა
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თამარ ჟვანია - ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე