არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4829
EUR
1 EUR
2.9497
RUB
100 RUB
4.3289
26-09-2017
გიორგი აბაშიშვილი - მმართველი გუნდი მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებულ კონსტიტუციას იღებს
08:41 14-09-2017
გიორგი აბაშიშვილი - მმართველი გუნდი მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებულ კონსტიტუციას იღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებულ კონსტიტუციას იღებს. ამის შესახებ აბაშიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა შანტაჟითა და ხელის გადაგრეხვით მოქმედებს და ამით დგამს იმ ნაბიჯებს, რასაც თავის დროზე წინა ხელისუფლება დგამდა.

„მმართველი პოლიტიკური გუნდი, მე ვფიქრობ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როცა საერთაშორისო საზოგადოებას ქართულ დემოკრატიას აცნობს ასე - მას შეუძლია ყველაფრის კეთება, როცა ის ხელისუფლებაშია, მას აქვს ამის დისკრეცია და საქართველოში დანარჩენი საზოგადოება ვერასოდეს ვერაფერზე თანხმდება. ეს წინა მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი ხაზი იყო. როდესაც დღევანდელი მმართველი გუნდის ძირითად ბირთვს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოადგენენ, მე მესმის, რომ პოლიტიკური ხაზიც იგივე ტარდება. საკონსტიტუციო უმრავლესობა, სამწუხაროდ, შანტაჟითა და ხელის გადაგრეხვით მოქმედებს. მათი პოლიტიკა არის ის, რომ ახლა ჩვენ ვართ უმრავლესობაში და რასაც გვინდა იმას ვიზამთ. ეს ფრაზები და მათი ავტორები, წინა ხელისუფლების დროს ძალიან კარგად მახსოვს და ამ ფრაზების ავტორების შთამომავლები და გამგრძელებლები არიან დღევანდელ ხელისუფლებაში. მათ მიაჩნიათ, რომ წინა ხელისუფლება მაგარი და ძლიერი იყო, როცა ხალხს არ ელაპარაკებოდა. როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, არავის ახსოვს, მაგრამ სჯობს, ესეც გავიხსენოთ ხოლმე. ერთპარტიული კონსტიტუცია არაა?! ერთი პარტიის მიერაა მიღებული და სხვათა შორის მაჟორიტარების შანტაჟს დამორჩილებული კონსტიტუციაა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, კონსტიტუციის მთავარ საკითხებზე თანხმობის მიღწევასთან დაკავშირებით, ბოლო შანსია მმართველი გუნდისთვის, რათა საქართველოს დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი არ შეირყეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად,
საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება
საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის
გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია
თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია, - ასე უპასუხა პარლამენტის
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია მთლიანად აცდენილია ვენეციის კომისიის დასკვნას
პარლამენტის თავმჯდომარეს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დადებს და მოტივირებული შენიშვნები
პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება
კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაში, მონაწილეობას არ მიიღებს
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა