არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს
09:15 14-09-2017
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი ალიბეგაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს მოქმედმა
მარიკა დარჩია - საკრებულოს თავმჯდომარის საკითხზე გუნდში ჯერ საუბარი არ ყოფილა
თბილისის საკრებულოს არჩევნებზე "ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომრის, მარიკა დარჩიას განცხადებით, სიაში პირველ ნომრად
მამუკა მდინარაძე დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას არაკვალიფიციურს უწოდებს
პარლამენტის დეპუტატების საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას ფრაქცია „ქართული ოცნების“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა
მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი.
”ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულს ნიკა მელია ხელმძღვანელობს
”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნიკა მელიაა. 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 3. ლევან ხაბეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო
ბლოკმა ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ცესკოში პარტიული სია წარადგინა
ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს.