არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
მიხეილ ჯანელიძე - ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია
13:56 14-09-2017
მიხეილ ჯანელიძე - ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ზურაბ პოლოლიკაშვილს წარმატება უსურვა.

„საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი შედეგი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის დიდი შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ეს წარმატება ყოფილიყო მიღწეული. მე ვულოცავ ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც დღეიდან უკვე მოემსახურება მსოფლიოს ტურიზმის სექტორის განვითარებას და ამით ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს მიღწევებს. ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ, პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერამ, ჩვენი დიპლომატიის ძალიან აქტიურმა მუშაობამ და თითოეულმა უწყებამ, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. მინდა წარმატებები ვუსურვო ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველი”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის მონაწილეებსაც მიმართა.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი.

”დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა, ხოლო ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ, ვისიამოვნოთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. ყველას მადლობას ვუხდი დღეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს კანდიდატის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევას მიხეილ ჯანელიძემ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგულია და კარგად აცნობიერებს, რომ საერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების პატივისცემა თითოეული ქვეყნის, ერისა და მოქალაქის წარმატების წინაპირობაა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ყველა რეგიონის, ქვეყნების ყველა გაერთიანებისა და ორგანიზაციის თითოეული წევრის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. „ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმატებისთვის“, - დასძინა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას, რომელიც მონაწილეობს ჩინეთში ქ. ჩენგდუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში.
სწორედ ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის - ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დამტკიცება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა
მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი.
”ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულს ნიკა მელია ხელმძღვანელობს
”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ათეული ცნობილია. სიის პირველი ნომერი ნიკა მელიაა. 2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. 3. ლევან ხაბეიშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.
ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო
ბლოკმა ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო” ცესკოში პარტიული სია წარადგინა
ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია შეიტანეს.
რომან გოცირიძე - ჩვენი მთავარი მოთხოვნა ბლოკებს არ ეხებოდა - პრინციპული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის
როგორც ჩანს, მათ იციან ვენეციის კომისიის აზრი დარჩენილი მანდატების არასამრთლიანი გადანაწილების შესახებ და წინმსწრებად უნდათ,
ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება არის ცინიკური - 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დატოვებას ისედაც გვპირდებოდნენ, აქ სიახლე რა არის?
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის ცინიკური ლაპარაკი იმაზე, რომ მას ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოსახლეობის აზრი, - ამის შესახებ
თამარ ტალიაშვილმა ამომრჩეველს თემქაზე განსახორციელებელი პროექტები გააცნო
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს
ნინო ბურჯანაძე - ”რესპუბლიკური პარტიის” სარეკლამო რგოლი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს
”დემოკრატიული პარტიის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ”რესპუბლიკური პარტიის” სარეკლამო რგოლი პირდაპირ ურტყამს საქართველოს