არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურის საქმიანობა დამყარებული იქნება ოთხ ძირითად პრინციპზე:ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა
15:49 14-09-2017
ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურის საქმიანობა დამყარებული იქნება ოთხ ძირითად პრინციპზე:ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე იქნება დამყარებული - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა, - აღნიშნული განცხადება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს.

მექვაბიშვილის თქმით, თუკი მას პარლამენტი ნდობის გამოუცხადებს, როგორც გენერალური აუდიტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.

“აუდიტის სამსახურის საქმიანობა დამყარებული იქნება ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს სადამსჯელო. ის უნდა იყოს პრევენციული ხასიათის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის თვისობრივი გადახალისება მოხდეს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ვიცი, რომ ამ კუთხით არის გარკვეული წინსვლა მეგობარი დონორი ქვეყნების დახმარებით. ამ მიმართულებას მაქსიმალურად გავაძლიერებ, რათა მოხდეს სამსახურის თვისობრივი გადახალისება - ჩვენ უნდა ვხედავდეთ ყველა სისტემურ რისკს საჯარო ფინანსებში, ხდებოდეს ამის ადეკვატური შეფასება და რეაგირება“, - განაცხადა მექვაბიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, გაიზრდება მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. ამასთან, როგორც მექვაბიშვილმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე რეაგირების მაჩვენებელი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას იხილავს.

მექვაბიშვილი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს წარადგინა. ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა კი 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

მექვაბიშვილი ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირია.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია
ზურაბ ბატიაშვილი - აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებაზეც ნეგატიურად აისახოს
აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.
თამარ ჟვანია - გუშინ არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია,
“ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უმრავლესობა მოიპოვა
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თამარ ჟვანია - ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე