არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
პრეზიდენტი - დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმაზე, რასაც ჰქვია კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა
18:13 19-09-2017
პრეზიდენტი - დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმაზე, რასაც ჰქვია კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტი მადლობას უხდის პოლიტიკურ პარტიების ინტენსიური მუშაობისთვის.
”დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პოლიტიკურ პარტიებს ინტენსიური მუშაობისთვის და იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა ეს სამუშაო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა - იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ თანხმობამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ის საკითხებიც ჩამოთვალა, რაზეც მასსა და 20 პოლიტიკურ პარტიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმება შედგა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი, სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, უსაფრთხოება და უშიშროების საბჭო.

"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კონსიტიტუციურ პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ მხოლოდ იმ ცვლილებებს, რასაც ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავისი შეხედულებებით ბევრ საკითხზე, ეს პროცესი მიმდინარეობს გამალებული საარჩევნო პროცესის დროს, თუმცა, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე. ამ ძირითადი თემებიდან დავიწყებ საუბარს იმ საკითხზე, რომელზეც დიდი ხანია ინფორმირებულია საზოგადოება - ეს არის საარჩევნო სისტემა, პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესი. ჩვენ ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, ჩვენ ასევე შევთანხმდით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე. ამ საკითხების ირგვლივ მოხდა სრული შეთანხმდება," - განაცხადა პრეზიდენტმა.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საერთაშორისო საზოგადოებას
გიორგი მარგველაშვილი - გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე - თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი
მიმაჩნია, რომ სანამ „გირგვლიანის შესწორებები“ ძალაში არ შევა, როგორც კანონი, მანამდე უნდა გავაჩეროთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში,
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე
საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას წარადგენს
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ხვალ უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება.
„რუსეთი მტერია“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია გაიმართა
„რუსეთი მტერია“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტა.
სოზარ სუბარი - იუნკრებმა თავი გასწირეს და მათ სიცოცხლეზე აშენდა 70 წლის შემდეგ ახალი და თავისუფალი საქართველო
იუნკრების სახელი და დიდება მოგვცემს შანსს, მომავალში საქართველო იყოს უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, - ამის შესახებ
დავით ბაქრაძე - ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ თავისუფალი, ერთიანი და ევროპული საქართველო და სწორედ ეს იქნება ჩვენგან გადახდილი ვალი გმირების ხსოვნის წინაშე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და პარტიის წევრებმა 1921 წლის 25 თებერვალს გმირულად დაღუპულ იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ხატია დეკანოიძე - ტატუნაშვილი და სხვა ოფიცრები არიან მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების
ტატუნაშვილი და სხვა ოფიცრები არიან მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზაალ უდუმაშვილი - იუნკრები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცოცხლო და გიყვარდეს სამშობლო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტაბახმელაში იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.