არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი გადაწყვეტილებისთვის ვყოფილიყავით დამოუკიდებელი, ამის გამო დაგვსაჯა რუსეთმა
15:08 12-10-2017
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი გადაწყვეტილებისთვის ვყოფილიყავით დამოუკიდებელი, ამის გამო დაგვსაჯა რუსეთმა ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი გადაწყვეტილებისთვის ვყოფილიყავით დამოუკიდებელი. ამის გამო დაგვსაჯა რუსეთმა და ეს სასჯელი ოკუპაციის სახით მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეარხი Дождь-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთმა არა მხოლოდ გადაწყვიტა საქართველოს ნაწილის ოკუპირება, არამედ ეს რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, რაც ისტორიული ანომალია და უსამართლობაა. მაგრამ ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და შევეცადოთ ყველაფერი მშვიდობიანი გზით გადავჭრათ. მესმის, რომ ეს არ ჯდება ნორმალურ, სტანდარტულ, იდეალურ ურთიერთობებში, თუმცა რეალობა ახსნას ყოველთვის არ ექვემდებარება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთმა საქართველო დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების გამო დასაჯა, რაც საქართველოს რეგიონების ოკუპაციაში აისახა.

„ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი გადაწყვეტილებისთვის ვყოფილიყავით დამოუკიდებელი. ამის გამო დაგვსაჯა რუსეთმა და ეს სასჯელი ოკუპაციის სახით მივიღეთ. ცხადია, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას, იმას, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც ორი ათასი წლის განმავლობაში, როგორც სახელმწიფო ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „რუსეთმა გადაწყვიტა თავის მეზობლებთან მიმართებაში დამსჯელი ძალის ფუნქციები შეესრულებინა“.
„როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაქვს შენს მეზობლებთან, როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ეს კონფლიქტებში გადაიზრდება“, - დასძინა მარგველაშვილმა.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია მერად არჩევის შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს
დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისში არის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის კიდევ დამატებით პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის „ევროპული საქართველოს“
გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოაგვარებს თბილისში უმუშევრობის პრობლემას
მთავარი პრობლემა თბილისში არის უმუშევრობა, არ არის ინვესტიციები, ხალხს არ აქვს შემოსავალი, - ამის შესახებ „ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ
ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს
თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობების და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს,
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არჩევნებს დააკვირდება
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება (IUSY) 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კონსტიტუცია ”გაუპრავა”
ვერაფერი გავიგეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი წლის ნამუშევარი რატომ მოხვეტა ერთი ხელის მოსმით და გადაყარა ნაგვის ყუთში, - ასე აფასებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი - ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღნიშნულის შესახებ
მიხეილ ჯანელიძე - უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა"
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე
ირმა ინაშვილი - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება
თბილისის მერობის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება.
ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.