არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ჯეიმს აპატურაი - როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია
16:14 12-10-2017
ჯეიმს აპატურაი - როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
აპატურაიმ საქართველოს თავცდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საქართველოს პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

”ქართველ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო ავღანეთში გაწეული წვლილისთვის, რომელიც, როგორც მინისტრმა დამარწმუნა, გაგრძელდება. ასევე, მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი ლევან იზორია. ეს წარმატებული რეფორმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ასევე გვაქვს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი და წვრთნები. ეს ის არის, რაზეც ვმუშაობთ. მე ყოველთვის ვამბობ - ”მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში”. საქართველოში ყოველი ვიზიტისას ეს უფრო და უფრო შეესაბამება სიმართლეს. მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე განვიხილეთ შიდაპოლიტიკური საკითხები. საქართველოს შიდა პოლიტიკა ყოველთვის საინტერესოა. როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია”, - განაცხადა აპატურაიმ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია მერად არჩევის შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს
დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისში არის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის კიდევ დამატებით პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის „ევროპული საქართველოს“
გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოაგვარებს თბილისში უმუშევრობის პრობლემას
მთავარი პრობლემა თბილისში არის უმუშევრობა, არ არის ინვესტიციები, ხალხს არ აქვს შემოსავალი, - ამის შესახებ „ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ
ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს
თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობების და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს,
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არჩევნებს დააკვირდება
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება (IUSY) 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კონსტიტუცია ”გაუპრავა”
ვერაფერი გავიგეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი წლის ნამუშევარი რატომ მოხვეტა ერთი ხელის მოსმით და გადაყარა ნაგვის ყუთში, - ასე აფასებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი - ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღნიშნულის შესახებ
მიხეილ ჯანელიძე - უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა"
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე
ირმა ინაშვილი - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება
თბილისის მერობის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება.
ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.