არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
24-11-2017
ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს
18:35 22-10-2017
ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის დათვლილია.

”დათვლილია ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის მერის ოქმების დიდი ნაწილიც. ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმება და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არა უგვიანეს 11 ნოემბრისა. შეჯამების შემდეგ, ცესკო არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი”, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 3644 საარჩევნო უბნიდან, 3638 უბნის მონაცემები არის დათვლილი პროპორციული არჩევნებისთვის.

”წინასწარი მონაცემები არის შემდეგი (გაგაცნობთ იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს 3%-იანი ბარიერი): #2 ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო - 10.5%, #5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17.05%, #8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 6.55%, #10 შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.27% და #41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55,66%”, - განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას მეორე ტურების შესახებ, ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

”ეს მაჟორიტარული ოლქებია: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის, ქუთაისისა და მარტვილის საარჩევნო ოლქები. შედეგები კი წინასწარი მონაცემებით არის ასეთი (გაგაცნობთ მონაცემებს მხოლოდ იმ კანდიდატების შედეგების შესახებ, რომლებიც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას წინასწარი მონაცემებით): ქუთაისი - #5 გრიგოლ ვაშაძე 26.89% და #41 გიორგი ჭიღვარია - 48,75%, ყაზბეგი - #3 სანდრო ყამარაული - 26.85% და #41 ალექსანდრე ზაგაშვილი - 44.62%, ხაშური - #41 გიორგი გურასპაშვილი - 42,24% და #42 რამაზ ნოზაძე - 18,48%, ბორჯომი - #8 ზაზა ჩაჩანიძე - 40.39% და #41ლევან ლიპარტია 40.19%, ოზურგეთი - #41 ბეგლარ სიორიძე 43,39% და #42 კონსტანტინე შარშენიძე - 41.81%, მარტვილი - #5 მამუკა დანელია- 35,81% და #41 ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%”, - განაცხადა მიქელაძემ.




InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოროშენკო კვირიკაშვილს - ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. მხარეებმა "აღმოსავლეთ
ზურაბ აგლაძე - უნდა შექმნილიყო პრესცენტრი, რომლის სპიკერი ჟურნალისტებს პერიოდულად ინფორმაციას მიაწვდიდა
უნდა შექმნილიყო შტაბი, პრესცენტრი, სადაც სპიკერი მედიის წარმომადგენლებს პერმანენტულად მიაწვდიდა ინფორმაციას, რაც არასწორი
დავით სიხარულიძე - როდესაც ინფორმაციების სიმწირეა, უამრავი ვერსია ჩნდება, ისეთებიც კი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის
სერიოზული პრობლემაა სტრატეგიულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით და მთავრობა მის მოგვარებას უნდა ეცადოს, - ამის შესახებ
ვახტანგ მახარობლიშვილი - დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან პოზიტიურად შეფასდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან ძალიან კარგი და საინტერესო
დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.
კერსტი კალიულაიდი - რასაც საქართველო აკეთებს, აღტაცებას იწვევს
ის, რასაც საქართველო აკეთებს და ახორციელებს, აღტაცებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ
მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენის გამართვაზე საუბარს “არასერიოზულს“ უწოდებს
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო
არჩილ თალაკვაძე - არ გამოვრიცხავ, უმრავლესობის სხვა ფრაქციებს ან საინიციატივო ჯგუფებს სახალხო დამცველის სხვა კანდიდატები ჰყავდეთ
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩვენ იმ კანდიდატებს განვიხილვთ, რომელიც არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა, თუმცა არ გამოვრიცხავ,
გია ვოლსკი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა
ვიზიარებ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება
პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება.