არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
ცესკო - თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმაა, რომელიც ბათილად იყო ცნობილი და საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით აღდგა
18:57 22-10-2017
ცესკო - თიანეთში მერობის კანდიდატებს შორის სხვაობა ის ხუთი ხმაა, რომელიც ბათილად იყო ცნობილი და საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით აღდგა ცესკოს განმარტებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი აღდგა და მერობის კანდიდატებს შორის ხმებში სხვაობა სწორედ ეს რამდენიმე ხმაა.

ბოლო მონაცემებით კი, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა).

“თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20 საუბნო საარჩევნო კომისია შედის. ყველა უბნის მონაცემი დათვლილია და განთავსებულია სპეციალურ ვებ-გვერდზე. თიანეთში, პარტია “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი დაიწერა. საჩივრით მოთხოვნილი იყო #20-ე უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა. საოლქო კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და გადაწყვიტა ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაეთვალა. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 24, ხოლო სადაო ბიულეტენები იყო ხუთი. როცა კომისიამ ეს ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, ხმათა უმრავლესობით ხუთი სადაო ბიულეტენი ნამდვილად ჩაითვალა, რადგან ამომრჩევლის ნება აღნიშნულ ბიულეტენებში ნათლად იყო გამოხატული და დაფიქსირებული. ამ პროცესს ესწრებოდნენ როგორც თავად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების დამკვირვებლები“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ კანდიდატს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს და ასეთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტაცია იმ მონაცემებს გამოიყენებს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში იქნება ასახული.

ცნობისთვის, თავდაპირველი მონაცემებით, თიანეთი ერთადერთი საარჩევნო ოლქი იყო, სადაც მერის არჩევნებს არასახელისუფლო კანდიდატი თამაზ მეჭიაური იგებდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამარ ჩუგოშვილი - ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს
ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა
თამარ ჩუგოშვილი - მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან, მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან
სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო
იან კელი - ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება
ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი იქნება დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ამერიკის
იან კელი სოფელ კოდა-ჭვრინისთან ბარიერებზე - ე.წ.ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია
ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია და ჩვენ არ ვცნობთ ამ საზღვარს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სოფელ კოდა-ჭვრინისის
იან კელი - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,
ნილს მუჟნიეკსი - საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე განხორციელებული სიტყვიერი შეტევები მიუღებლად მიმაჩნია
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის
ლევან დავითაშვილი - ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის
ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბელეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მონაწილეობით
ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებზე - განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა
საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან არიან გაძევებულები,