არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
კახა კალაძე- არ მსიამოვნებს როდესაც ვინმეზე ამბობენ - ძალიან კარგი მსახიობი ან მომღერალია, მაგრამ მიშას ემხრობოდაო
23:24 22-10-2017
კახა კალაძე- არ მსიამოვნებს როდესაც ვინმეზე ამბობენ - ძალიან კარგი მსახიობი ან მომღერალია, მაგრამ მიშას ემხრობოდაო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა იმ დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის მზადაა, ვისაც ქალაქის განვითარება სურს.

„ჩვენ ერთგვარ მოძველებულ წრეზე ვტრიალებდით, საიდანაც უნდა გამოვიდეთ. ამ ქალაქში ვცხოვრობთ ყველა და გვიყვარს. ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული ხედვები ან პროექტები, რომელიც თბილისს წაადგება, უნდა მივცეთ საშუალება და ეს პროექტები განვიხილოთ. ასევე, ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც მხარდამჭერებზე ან კონკრეტულ მომღერალზე, რომელიმე წარმატებულ ადამიანზე საუბრისას ამბობენ - ის ძალიან კარგი მსახიობია, მაგრამ შევარდნაძეს ან მიშას ემხრობოდა და მოდი, დისტანცია დავიჭიროთო. ეს სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ. მე ვიქნები აბსოლუტურად ღია და გახსნილი თანამშრომლობისთვის მასთან, ვისაც ეს ქალაქი მართლა უყვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამარ ჩუგოშვილი - მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან, მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან
სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო
იან კელი - ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება
ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი იქნება დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ამერიკის
იან კელი სოფელ კოდა-ჭვრინისთან ბარიერებზე - ე.წ.ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია
ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია და ჩვენ არ ვცნობთ ამ საზღვარს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სოფელ კოდა-ჭვრინისის
იან კელი - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,
ნილს მუჟნიეკსი - საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე განხორციელებული სიტყვიერი შეტევები მიუღებლად მიმაჩნია
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის
ლევან დავითაშვილი - ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის
ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბელეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მონაწილეობით
ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებზე - განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა
საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან არიან გაძევებულები,
ბაჰრეინის სამეფოს დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაჰრეინის სამეფოში გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს პრემიერ-მინისტრის პირად მრჩეველთან,