არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ნინო ბურჯანაძე - რუსეთმა უნდა გაიგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება
13:07 14-11-2017
ნინო ბურჯანაძე - რუსეთმა უნდა გაიგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება შეცდომა იყო, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პირველ არხზე, ვლადიმერ პოზნერის გადაცემაში გააკეთა.

„მახსოვს, ჩემს ბავშობაში, როდესაც საბჭოთა კავშირის რუკას ვუყურებდი, ვფიქრობდი გაჩნდებოდა თუ არა რუკაზე საქართველო როგორც, ცალკე დამოუკიდებელი ქვეყანა. როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის იმპერიას გამოეყო, რუსეთმა ეს ღალატად მიიღო. არადა, რუსეთმა უნდა გაიგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება. ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება და ბევრი იბრძოლეს ამისთვის. რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას არ უნდა აღიქვამდეს, როგორც საფრთხეს რუსეთისთვის", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ვლადიმერ პოზნერმა ბურჯანაძესთან საუბარი საქართველოს დამოუკიდებლობის თემით დაიწყო და გაიხსენა 1918-1921 წლები. პოზნერმა ბურჯანაძეს პრორუსი პოლიტიკოსის იარლიყის შესახებაც ჰკითხა, თუმცა გაახსენა 10 წლის წინ მისი გამოსვლა, როდესაც ბურჯანაძემ განაცხადა - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში რუსეთი დარჩება მარტო. რა შეიცვალა ათი წლის განმავლობაში? ასეთი იყო ვლადიმერ პოზნერის შეკითხვა, რაზეც ნინო ბურჯანაძემ ასეთი პასუხი გასცა: ,,მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე არ ვარ პრორუსი პოლიტიკოსი, მე ვარ პროქართული პოლიტიკოსი და აზრი არც ათი წლის შემდეგ არ შემიცვლია. ვთქვათ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება იყო სერიოზული შეცდომა, რამაც გარკვეულ ჩიხში შეიყვანა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. მე იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას სხვა სახელმწიფოები არ აღიარებენ და ჩიხი რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა დავძლიოთ. საქართველოს დამოუკიდებლობის ფასი არაფერია, ვიდრე აფხაზეთს და ცხინვალს არ დავიბრუნებთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ მიღებას უმასპინძლა
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას იმის გაცნობიერებით, რომ რეფორმების განხორციელებით,
თბილისის მერმა იტალიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
თბილისის მერმა იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,
თამარ ხულორდავა - ავსტრია ღია კარის პოლიტიკის და ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ამდენად, ჩვენთვის ძალიან საიმედო პარტნიორია ევროპული ინტეგრაციის გზაზე
„ავსტრია საქართველოს მხურვალე მხარდამჭერია. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ავსტრია ღია კარის პოლიტიკის და ევროკავშირის
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს ფორმატში არ გვიმსჯელია
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით თეორიულად ყველა ვარიანტზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ამ საკითხზე ჯერ უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს
ირაკლი კობახიძე - მსჯელობაში ამოსავალი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებულნი არიან ტყიბულში
საჭიროა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მაღაროებში.
პაატა ბურჭულაძე - უნდა დასრულდეს ტოტალური უსამართლობა და სიკეთესთან ბრძოლის ზეობა
უნდა დასრულდეს ტოტალური უსამართლობა, სიკეთესთან ბრძოლის ზეობა, უნდა დასრულდეს ოლიგარქის ერთმმართველობა და რაც შეიძლება სწრაფად, - ასე მიმართა
გრიგოლ ვაშაძე - ის, რომ ოპოზიციამ ექვსი წელი გაატარა ამ მდგომარეობაში, ჩვენი ბრალია
ის თუ ვინ ახრჩობდა ოპოზიციას ექვსი წლის განმავლობაში, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ის, რომ ოპოზიციამ ექვსი წელი გაატარა ამ მდგომარეობაში, ჩვენი ბრალია,
 გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს ოპონენტებს დონ ჟუანი არც წაკითხული აქვთ, არც ნანახი და არც მოსმენილი, თორემ ეცოდინებოდათ, რომ კომონდორი უკვე მოვიდა
ჩვენს ოპონენტებს დონ ჟუანი არც წაკითხული აქვთ, არც ნანახი და არც მოსმენილი, თორემ ეცოდინებოდათ, რომ კომონდორი უკვე მოვიდა, - ასე მიმართა
დავით უსუფაშვილი - ამ პროცესში შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი, დასაფიქრებელი, გასაანალიზებელია ის, თუ როდის დაიბარეს ყოფილი მინისტრები პროკურატურაში
როგორ უნდა დავიჯეროთ მე ან საზოგადოებამ, რომ 20 დღის წინ, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომიდან 10 დღეში, მიუვიდა გამომძიებელს სამუშაო მაგიდაზე
ირაკლი კობახიძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში შეგნებულად სუსტი კანდიდატი წარადგინა
შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში შეგნებულად სუსტი კანდიდატი წარადგინა, - ასე ეხმაურება პარლამენტის