არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
მიხეილ გიორგაძე - შტატების შემცირება გარდაუვალია, მუშაობა კი ალბათ, პირველ ხანებში, ორ შენობაში მოგვიწევს
13:58 14-11-2017
მიხეილ გიორგაძე - შტატების შემცირება გარდაუვალია, მუშაობა კი ალბათ, პირველ ხანებში, ორ შენობაში მოგვიწევს შტატების შემცირება გარდაუვალია და ეს შემცირება დიდწილად ადმინისტრაციულ ნაწილზე მოვა, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტი, რომელიც ადმინისტრაციულ ხარჯებზე იყო გამოყოფილი, ერთმნიშვნელოვნად შემცირდება. მინისტრის თქმით, ჯერ მზად არ არის კონკრეტულ ციფრებზე სასაუბროდ, თუ რამდენად შემცირდება ბიუროკრატია როგორც საშტატო, ისე ფინანსური თვალსაზრისით.

„ადამიანის რაოდენობის მხრივ, ციფრებზე სასაუბროდ, ბუნებრივია, არ ვარ მზად, იმიტომ რომ ჩვენ ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. შენობებს რაც ეხება, პირველ ხანებში, ალბათ, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა ერთ შენობაში განთავსება, ელემენტარული კომუნიკაციის, სამუშაო ატმოსფეროს შექმნისთვის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ „რუსთავი 2“-თან კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი საკუთარ გუნდს დღეს წარადგენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი ლაშა გოგია საკუთარ გუნდს დღეს, 12:00 საათზე წარადგენს.
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.
ჩინეთის ელჩი - მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონ კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი
ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც დიდ როლს
საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა
საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის
საქართველოსთვის 45 მლნ ევროს ოდენობით დახმარების საკითხს ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი განიხილავს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი (INTA) 22 ნოემბერს საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობით მაკრო-ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს.
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ
კიევიდან დეპორტირებული ოპერატორი - სპეცრაზმელებმა სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ფეხებს მირტყამდნენ, თვალები ამიკრეს და ასე წამიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით
"რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტში მყოფი ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” წუხელ, გვიან ღამით დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი - როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინიდან დეპორტირებული
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის
უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციის საკითხზე საელჩო განცხადებას ავრცელებს
უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციის საკითხზე უკრაინაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უვლელად გთავაზობთ: