არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
საქართველოს საგარეო უწყება - ვგმობთ ნაურუს პრეზიდენტის უკანონო ვიზიტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს
15:07 14-11-2017
საქართველოს საგარეო უწყება - ვგმობთ ნაურუს პრეზიდენტის უკანონო ვიზიტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ნაურუს პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ვიზიტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

”ვგმობთ ნაურუს პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

ნაურუ, ვენესუელასა და ნიკარაგუასთან ერთად, წარმოადგენს იმ გამონაკლის სახელმწიფოებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების სრული იგნორირებით, რუსეთის გავლენითა და ზეწოლით, დღემდე აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოადგინონ და მათ კონტაქტებს შეუწყონ ხელი საერთაშორისო არენაზე, არასდროს იქნება დაშვებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ძალის გამოყენებითა და ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ ე.წ. სახელმწიფოებს.

ასევე, რუსეთთან ერთად, სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ და ავითარებენ არალეგიტიმურ კონტაქტებს ოკუპირებულ რეგიონებთან, მანამ იქნებიან საერთაშორისო წნეხის ქვეშ, სანამ საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს არ აღიარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ უკანონო ვიზიტთან დაკავშირებით”, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა 12 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთს „ვიზიტით“ ეწვია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ ჯანელიძე - სლოვაკეთის მსგავსად, ჩვენ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ - თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
მიუხედავად დაბრკოლებებისა, სლოვაკეთის მსგავსად, ჩვენ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ - თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
დავით მათიკაშვილი - ყველა უწყებაში არსებობს თანხმობა, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს
პირადად მე ვემხრობი იმ მიმართულებას, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ნარკოტიკებთან მიმართებაში უნდა იყოს უფრო რბილი,
თამარ ჩუგოშვილი - ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს
ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა
თამარ ჩუგოშვილი - მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან, მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან
სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო
იან კელი - ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება
ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი იქნება დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ამერიკის
იან კელი სოფელ კოდა-ჭვრინისთან ბარიერებზე - ე.წ.ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია
ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია და ჩვენ არ ვცნობთ ამ საზღვარს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სოფელ კოდა-ჭვრინისის
იან კელი - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,
ნილს მუჟნიეკსი - საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე განხორციელებული სიტყვიერი შეტევები მიუღებლად მიმაჩნია
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის
ლევან დავითაშვილი - ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის
ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბელეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მონაწილეობით