არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
აკაკი ზოიძე - ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა
15:29 14-11-2017
აკაკი ზოიძე - ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, იქნებოდა შესაძლებელი, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. აკაკი ზოიძე ოპტიმიზაციის პროცესს მიესალმება.

"ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და არაერთხელ გაცხადებული პრიორიტეტი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი გახდეს მთავრობა და ზოგადად, მმართველობა. ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, შესაძლებელი ალბათ, იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა. იმედი მაქვს, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება", - განაცხადა ზოიძემ.

ზოიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ იმ კანონპროექტს, რომლითაც მთავრობა პარლამენტში შევა, როგორ მოხდება გაერთიანება, რა ვარიანტია მთავრობის მიერ შემოთავაზებული და "ამის მიხედვით გახდება ცნობილი, თუ რამდენად შეეხება ეს ადამიანებს".

"ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო აქამდე და მხარს დავუჭერ მიდგომას მინიმალურად აუცილებელი ადამიანური "დანაკარგებით", რადგან თითოეული ადამიანი ეს არის დაკარგული სამუშაო და შემოსავლი ოჯახებისთვის. ჩვენ მივესალმებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, მოხდება სტრუქტურებში გადანაწილება, თუმცა რეზერვს ვხედავთ ადამინისტრაციულ დანახარჯებში, რომლის შემცირებაც ასეთი ტიპის რადიკალური რეფორმით რეალურია", - განაცხადა ზოიძემ და იქვე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ დანახარჯებში იგულისხმა არა ადამიანების ხელფასები, არამედ ის ხარჯები, რაც ემსახურებოდა სამინისტროების, სხვადასხვა დეპარტამენტების უზრუნველყოფას. ზოიძე მიიჩნევს, რომ დაზოგილი თანხები უნდა მიემართოს სოციალური მიზნებისთვის.

კითხვაზე, მისი აზრით, რამდენი სამინისტრო უნდა ფუქნციონირებდეს, ზოიძის განცხადებით, მისი პირადი აზრით, რომელიც გუნდთან არ არის შეთანხმებული, 12 სამინისტრო საკმარისი იქნებოდა.

ზოიძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნებოდა სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების ან ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება.

"მე მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დავტოვებდი, რადგან ეს ქვეყნისთვის, გლობალურად არის დიდი პრიორიტეტი. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. მთავრობა გვთავაზობს ამ ვარიანტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად წინაგადადგმული ნაბიჯია. ახლა უკვე განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შემოვა, გვექნება საჯარო მსჯელობა", - განაცხადა ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამარ ჩუგოშვილი - მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან, მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან
სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო
იან კელი - ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება
ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი იქნება დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ამერიკის
იან კელი სოფელ კოდა-ჭვრინისთან ბარიერებზე - ე.წ.ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია
ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არალეგიტიმურია და ჩვენ არ ვცნობთ ამ საზღვარს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სოფელ კოდა-ჭვრინისის
იან კელი - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,
ნილს მუჟნიეკსი - საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე განხორციელებული სიტყვიერი შეტევები მიუღებლად მიმაჩნია
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის
ლევან დავითაშვილი - ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის
ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბელეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მონაწილეობით
ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებზე - განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა
საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან არიან გაძევებულები,
ბაჰრეინის სამეფოს დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაჰრეინის სამეფოში გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ბაჰრეინის სამეფოს პრემიერ-მინისტრის პირად მრჩეველთან,