არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
ვახუშტი მენაბდე - სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი წარდგენის შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს
16:36 14-11-2017
ვახუშტი მენაბდე - სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი წარდგენის შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც მენაბდე ამბობს, კონსულტაციები არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ამ დრომდე არ გამართულა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ, სხვა კანდიდატურებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი მსჯელობს.

„არავითარი კონსულტაცია არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ მქონია. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად არასწორი. მეც, როგორც თქვენ, თვალყურს ვადევნებ საინფორმაციო სივრცეში გაჟღერებულ სიახლეებს. ჩემთვისაც ეს საკითხი სწორედ ამგვარად გახდა ცნობილი. ოფიციალური შემოთავაზება და კონსულტაცია არ მქონია არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან.

პირველ რიგში, ის, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და ამ კონტექსტში ჩემი სახელი და გვარი არის გაჟღერებული, ძალიან დიდი პატივია, რადგან სახალხო დამცველის თანამდებობა და ინსტიტუტი კონსტიტუციურად ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს. რაც შეეხება კონკრეტიულ პოლიტიკურ ძალებთან ამ საკითხის განხილვას, კიდევ ვიმეორებ, რომ არ მომხდარა. ეს არის პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი. სწორედ მან უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის სახელი და გვარი გაჟღერდა. ჩვენ, აკადემიურ სივრცეს, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ კონსულტაციის ფორმატით შეგვიძლია ჩავერთოთ დეპუტატებთან ამ საკითხების განხილვაში. საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კანდიდატის წარდგენასაც და მის დამტკიცებასაც, პარლამენტი წყვეტს“, – ამბობს მენაბდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა ფრაქციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატად პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე, შესაძლოა, სწორედ ვახუშტი მენაბდის კანდიდატურა წარუდგინონ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს
რომან გოცირიძე - თუ უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ მოხდა შერწყმა, მივიღებთ იგივე სურათს შელამაზებული ფორმით
თუ სიღრმისეულად არ განხორციელდა ცვლილებები და უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ შეირწყა,
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა
იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება,
თამარ ჩუგოშვილი - ის, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დღეს არ მომხდარა, ნიშნავს, რომ ეს ნაჩქარევად არ ხდება
ის, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება,
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის
გია ვოლსკი - ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება
ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ჯერჯერობით არ შესულა
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა.
საკონსულტაციო კომპანიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ხვალ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის