არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
რომან კაკულია - „საზმაუწყებლის“ შესახებ პროექტის მეორე მოსმენამდე რეკლამასა და სტარტაპებთან დაკავშირებული პრინციპული შენიშვნები უნდა შეჯერდეს
17:14 14-11-2017
რომან კაკულია - „საზმაუწყებლის“ შესახებ პროექტის მეორე მოსმენამდე რეკლამასა და სტარტაპებთან დაკავშირებული პრინციპული შენიშვნები უნდა შეჯერდეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინების პირობით დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა, სადაც კომიტეტის წევრებთან ერთად, “საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები მოგვყავს, მაგალითი უნდა იყოს ამომწურავი. უნდა ვიცოდეთ, რამდენია თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორია სარეკლამო ბაზარი იქ, როგორია თითოეული კერძო ტელევიზიის საერთო ბიუჯეტი. თუ ეს ციფრები არა მაქვს, მაგალითები არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩვენ დღევანდელ კონტექსტში კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რას ვითხოვთ “საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“. კონცეპტუალურ ხედვაში გვაქვს აცდენები. უნდა დადგეს დრო, როცა “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეკლამის გაშვების შესაძლებლობა ექნება. დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე ვაყენებ ეჭვქვეშ, თუ რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება დღეს. იმისათვის, რომ დებატები საპარლამენტო განხილვების ფორმატში გავშალოთ, ჩვენ შეგვიძლია პროექტის სესიაზე გატანას მხარი დავუჭიროთ მხოლოდ იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე პრინციპული საკითხები რეკლამასთან, ბორდის ფუნქციებთან, სტარტაპებთან დაკავშირებით შეჯერდება. თუ პოზიციები არ იქნება შეჯერებული და არ იქნება ჩვენი კომიტეტისათვის მისაღები ფორმულირება, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარს აღარ დავუჭერთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.

კანონს ასევე ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი სიახლის, ინოვაციის შესახებ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, მისი ეთერში გასვლამდე საჯარო არ იქნება და მასზე “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავი არ გავრცელდება. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მიიღებს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც ცნობილია, სადღეისოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობა და კომერციული რეკლამა დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსის ფარგლებში, რომლის მოცულობაც დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო საათში - 6 წუთს. მომზადებული ცვლილებებით, მაუწყებელს ეძლება შესაძლებლობა, განათავსოს კომერციული რეკლამა, რომლის შეზღუდვის მაქსიმუმი არის საათში სამი წუთი.

კიდევ ერთი სიახლეა ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

ასევე ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ გავრცელდება.

“მაუწყებლის შესახებ“ კანონსა და კიდევ სამ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის 13-დეპუტატის მიერ მოხდა. პროექტის ავტორები არიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე და ენძელა მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს
რომან გოცირიძე - თუ უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ მოხდა შერწყმა, მივიღებთ იგივე სურათს შელამაზებული ფორმით
თუ სიღრმისეულად არ განხორციელდა ცვლილებები და უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ შეირწყა,
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა
იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება,
თამარ ჩუგოშვილი - ის, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დღეს არ მომხდარა, ნიშნავს, რომ ეს ნაჩქარევად არ ხდება
ის, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება,
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის
გია ვოლსკი - ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება
ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ჯერჯერობით არ შესულა
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა.
საკონსულტაციო კომპანიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ხვალ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის