არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო სექტორის ერთიანი კანდიდატი პარლამენტში მათმა ფრაქციამ დაარეგისტრიროს
17:29 14-11-2017
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო სექტორის ერთიანი კანდიდატი პარლამენტში მათმა ფრაქციამ დაარეგისტრიროს სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო სექტორის ერთიანი კანდიდატი პარლამენტში შესაძლოა, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარეგისტრიროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ სურვილი, რომ მათი კანდიდატი ოფიციალურად იყოს წარდგენილი პარლამენტში, დამატებითი კონსულტაციების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ კანდიდატს პროცედურულად დაეხმაროს და შესარჩევ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა, რომ არასამთავრობოებმა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ფართომასშტაბიანი კონსულტაციები თავად გამართონ და შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე.

„თუ არასამთავრობო სექტორი გამართავს ფართომასშტაბიან კონსულტაციებს ერთმანეთში და ჩამოყალიბდება საკუთარ კანდიდატურაზე, მიგვაჩნია, რომ მათ მიერ დასახელებული კანდიდატი, ჩვენთვის ბევრად უფრო სანდო იქნება, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატურა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ჩვენმა ფრაქციამ გამართოს მათთან კონსულტაცია ამ თემაზე, როგორც კი ისინი ჩამოყალიბდებიან. თუ მათ საკუთარი კანდიდატის ოფიციალურად წარდგენა ექნებათ გადაწყვეტილი პარლამენტში, ჩვენ ჩვენი მხრიდან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ, მზად ვართ განვიხილოთ შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ფრაქციამ გამოიყენოს ფრაქციის პროცედურული შესაძლებლობები იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს შესარჩევ პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უკვე მართავს. არსებული ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს
რომან გოცირიძე - თუ უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ მოხდა შერწყმა, მივიღებთ იგივე სურათს შელამაზებული ფორმით
თუ სიღრმისეულად არ განხორციელდა ცვლილებები და უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ შეირწყა,
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა
იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება,
თამარ ჩუგოშვილი - ის, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დღეს არ მომხდარა, ნიშნავს, რომ ეს ნაჩქარევად არ ხდება
ის, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება,
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის
გია ვოლსკი - ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება
ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ჯერჯერობით არ შესულა
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა.
საკონსულტაციო კომპანიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ხვალ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის