არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
თორნიკე შარაშენიძე - ჩატაევის გარდაცვალების შემდეგ რთული სათქმელია მომდინარეობს თუ არა საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან“, რადგან მათ უფრო იციან სიმართლე სპეცოპერაციაზე, ვიდრე ჩვენ
15:39 01-12-2017
თორნიკე შარაშენიძე - ჩატაევის გარდაცვალების შემდეგ რთული სათქმელია მომდინარეობს თუ არა საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან“, რადგან მათ უფრო იციან სიმართლე სპეცოპერაციაზე, ვიდრე ჩვენ ჩატაევის გარდაცვალების შემდეგ რთული სათქმელია მომდინარეობს თუ არა საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან“, რადგან „ისლამურ სახელმწიფოში“ უფრო იციან სიმართლე სპეცოპერაციის თაობაზე, ვიდრე ჩვენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.

რაც შეეხება ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლის გზებს, შარაშენიძეს უფრო იმ ვერსიის სჯერა, რომ ის ქვეყანაში ვინმემ შემოაპარა.

”ორი ვარიანტია: ეს ადამიანი შემოიპარა და ეს მიუთითებს ჩვენი სამართალდამცველების ”ბედოვლათობაზე” და შემდეგ ჩატარდა მის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, როდესაც აღმოაჩინეს. მეორე ვარიანტია, რომ ეს ადამიანი რომელიღაც მაღალჩინოსანმა შემოაპარა და შემდეგ რაღაც მოხდა და მის წინააღმდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია. მე მაინც მგონია, რომ ვიღაცამ შემოაპარა და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. მისი შემოპარება ჩვენი ქვეყნისთვის იყო ძალიან ცუდი, რადგან ამას მოყვებოდა ყველა შემთხვევაში დიდი ხიფათი - ერთი, რომ ვიღაც აუცილებლად გაიგებდა და განხორციელდებოდა სპეცოპერაცია, როგორც ახლა განხორციელდა. მეორე საფრთხე იყო, რომ მისი აქ ყოფნა შესაძლოა გაეგოთ რუსებს და მოყვებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ვართ ტერორისტების თავშესაფარი სახელმწიფო. უნდა დაისაჯოს ვინც შემოაპარა ჩატაევი და უნდა მივიღოთ მკაცრი უსაფრთხოების ზომები”, - განაცხადა შარაშენიძემ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განაცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია.

” ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია”, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ გაიმართება.
გია ვოლსკი - ჩემი აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გარდა, პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს
პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების გარკვეულ ნაწილს უნდა შეადგენდეს, თუ რა გააკეთა მან ამ ხნის განმავლობაში - პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობასა და საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს,
გია ვოლსკი - პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არაკორექტული და გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა
პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არა მხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა,
დავით ზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სოლტან ბინ საად ალ მურაიქის შეხვდა.
რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკარაა ასევე, რომ თბილისში არის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური
შალვა შავგულიძე - სასარგებლო იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილი თავის კანდიდატურას დააყენებს
საპრეზიდენტო კანდიდატზე გაერთიანება უნდა მოხდეს კონსენსუსით და არა შიდა კონკურენციის საფუძველზე, როგორიცაა პრაიმერიზი,
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ
ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობოებმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით