არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
ოთარ კახიძე - საქართველოს ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს
12:33 07-12-2017
ოთარ კახიძე - საქართველოს ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლოს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის გამო აზერბაიჯანს პატიმრის გათავისუფლება მოსთხოვა.

კახიძის თქმით, კომიტეტმა რეზოლუცია 5-7 დეკემბრის შეხვედრაზე მიიღო. როგორც კახიძემ აღნიშნა, რეზოლუცია ავტომატური მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ვანო მერაბიშვილიც გაათავისუფლოს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მის შემთხვევაშიც დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც არის აღმასრულებელი ორგანო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, გამოსცა რეზოლუცია, რომლიც ეხება აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ მამადოვს. მის საქმეზე დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის საქმეზე და მინისტრთა კომიტეტი თხოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას განმცხადებლის. მამადოვი ვანო მერაბიშვილის მსგავსად ციხეში იმყოფება 2013 წლის პირველი ნახევრიდან. მას ვანო მერაბიშვილის მსგავსად 2014 წელს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ ამის მიუხედავად, მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს, რომ მე-18 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, ყველა განმცხადებელი თავისუფლდება და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს მამადოვი. ეს არის მოწოდება საქართველოს ხელიაუფლების მიმართაც, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის სასამათლომ, ვიდრე ეს იყო მამადოვის შემთხვევაში, დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, დაადგინა, რომ ხელისუფლება იყენებდა მერაბიშვილის პატიმრობას, მისგან პარტიის თავმჯდომარეზე ინფორმაციის გამოძალვის მიზნით და შესაბამისად, ეს არის იგივე მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, ვინაიდან აბსოლუტურად იდენტურია საქმეები“, - განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტი შეიკრიბება და იმსჯელებს ამ საქმეზე.

„თუ ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, საზოგადოებამ უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ დროულად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და უზრუნველყოს მერაბიშვილის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, - განაცხადა კახიძემ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ტრადიციაა უკრაინული, კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა ჟურნალისტი ღონღაძე, რომელიც მოკლეს, იუშენკოს და იანუკოვიჩს - იულია ტიმოშენკო და პოროშენკოს - მე
რაღაც ტრადიციაა უკრაინული, ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ პრეზიდენტებს ამოჩემებული ჰყავდათ ერთი ადამიანი - კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა
 მიხეილ სააკაშვილი - ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში?
ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? - ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდარი, ვეშლები
 მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ - პირუტყვივით თავს არ გავასკვანჩინებდი
სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ, ხელბორკილი დამადეს, მაგრამ მუხლებზე მაინც ვერ დამაყენეს, - ამის შესახებ
 არჩილ თალაკვაძე - ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - არანაირ დაპირისპირებას უმრავლესობის შიგნით ადგილი არ აქვს
ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არის ერთიანი და არანაირ
 ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები მოვისმინეთ, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი - უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება
მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
 მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც
თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! - ამის შესახებ
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული
 ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე
მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი, - ამის შესახებ
გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ.
ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.