არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
ემზარ მაკარაძე - არ მგონია, დონალდ ტრამპის ნაბიჯმა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ცხელი წერტილი წარმოშვას
12:44 07-12-2017
ემზარ მაკარაძე - არ მგონია, დონალდ ტრამპის ნაბიჯმა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ცხელი წერტილი წარმოშვას არ მგონია, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რისკთან იყოს დაკავშირებული, ან ამ გადადგმულმა ნაბიჯმა კიდევ ერთი ცხელი წერტილი წარმოშვას ახლო აღმოსავლეთში, - ამის შესახებ თურქოლოგმა ემზარ მაკარაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთის საკითხი დალაგების რეჟიმში უნდა გადავიდეს, ხოლო ქვეყნები სამეზობლო პოლიტიკას უფრო ფრთხილად უნდა მიუდგნენ.

”ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მოკავშირედ მოიაზრებოდა ისრაელის სახელმწიფოსი. ფაქტობრივად, ეს ნაბიჯიც პოლიტიკურია და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიპლომატიურ ჭრილში წარიმართება ურთიერთობები. მე ნაკლებად ველოდები, ასე ვთქვათ, საკითხის საომარ პოზიციებზე გადანაცვლებას.

არ მგონია, რომ ეს საკითხი რისკთან იყოს დაკავშირებული. ან ამ გადადგმულმა ნაბიჯმა კიდევ ერთი ცხელი წერტილი წარმოშვას ახლო აღმოსავლეთში,” - განაცხადა ემზარ მაკარაძემ.

რაც შეეხება თურქეთის სამომავლო გეგმებისა და ქმედებების შესახებ დასმულ შეკითხვას, ემზარ მაკარაძე ვარაუდობს, რომ სიტუაციის გამწვავებას არც ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ.

”დიპლომატიური თამაშია. ინტერესთა გადანაწილების პროცესია ახლო აღმოსავლეთში და ცალკეული სახელმწიფოები ცდილობენ, რომ ისინი დამოუკიდებელი მოთამაშეები გახდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს დროის ფაქტორია. თორემ ახლო აღმოსავლეთის საკითხი, ვფიქრობ, დალაგების რეჟიმში უნდა გადავიდეს და სამეზობლო პოლიტიკაში უფრო ფრთხილი პოზიციით უნდა გამოდიოდნენ. ქვეყნები უნდა მოქმედებდნენ არა თავისი ინტერესიდან და საკუთარი სიძლიერის გამოვლენის გამო, არამედ საზოგადოებრივი და კაცობრიობის ინტერესებიდან გამომდინარე,” - განაცხადა მაკარაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე
 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, გაძლევთ მყარ სიტყვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს.
 ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ
 ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება დაახლოებით ორწლიანი
 ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას
 რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს პასუხობდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო
 არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელარუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA)
 გიორგი კვირიკაშვილი - რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს
ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
 გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.