არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
გიორგი კვირიკაშვილი შოთა შალელაშვილის მიმართვაზე - უმრავლესობის წევრის მხრიდან ასეთი საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, ჩემთვის მიუღებელია
13:14 07-12-2017
გიორგი კვირიკაშვილი შოთა შალელაშვილის მიმართვაზე - უმრავლესობის წევრის მხრიდან ასეთი საჯარო წერილების მიწერა პრემიერისთვის, ჩემთვის მიუღებელია უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

„უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისრაელისადმი მსგავსი მხარდაჭერა დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე მეგობარი სახელმწიფოს მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ გაიმართება.
გია ვოლსკი - ჩემი აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გარდა, პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს
პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების გარკვეულ ნაწილს უნდა შეადგენდეს, თუ რა გააკეთა მან ამ ხნის განმავლობაში - პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობასა და საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს,
გია ვოლსკი - პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არაკორექტული და გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა
პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არა მხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა,
დავით ზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სოლტან ბინ საად ალ მურაიქის შეხვდა.
რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკარაა ასევე, რომ თბილისში არის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური
შალვა შავგულიძე - სასარგებლო იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილი თავის კანდიდატურას დააყენებს
საპრეზიდენტო კანდიდატზე გაერთიანება უნდა მოხდეს კონსენსუსით და არა შიდა კონკურენციის საფუძველზე, როგორიცაა პრაიმერიზი,
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ
ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობოებმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით