არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
13:51 07-12-2017
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, მეორე მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.

99-კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, ძირითადი - ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83-ხმით მიიღეს.

დღესვე დაგეგმილია ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და მისი საბოლოოდ დამტკიცება. ამ წუთებში კი, რიგგარეშე სხდომაზე თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით კენჭისყრა მიმდინარეობს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო ერთიანდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

ცვლილებებით, უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება.

როგორც ცნობილია, დღის წესრიგიდან მოიხსნა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანების ინიციატივა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ონისე მარგიანი და ელგუჯა ჩხაიძე მიიჩნევენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და დავით ასათიანს გამარჯვებას ულოცავენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ონისე მარგიანი და ელგუჯა ჩხაიძე მიიჩნევენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და დავით ასათიანს გამარჯვებას ულოცავენ. ეს განცხადება
სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ მსვლელობას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ - „არ დავთმოთ ღამე“
გიორგი მარგველაშვილი - ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, 1948 წლის 10 დეკემბერს
ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს
პარლამენტი ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს.
“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკემბრიდან იწყებს
“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკემბრიდან იწყებს.
ნინო ლომჯარია - იმედს გამოვთქვამ, რომ ადვოკატები დამოუკიდებლად, ზეწოლისა და ჩარევის გარეშე მოახდენენ თვითორგანიზებას და შედეგების მიმართ არ იქნება კითხვის ნიშნები
იმედს გამოვთქვამ, რომ ადვოკატები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე მოახდენენ თვითორგანიზებას და შედეგების მიმართ არ იქნება არანაირი კითხვის ნიშნები,
ნინო ლომჯარია - დროა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით
დღეს დროა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს ”თეთრი ხმაურის მოძრაობის”
მიხეილ გიორგაძე - სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის
არჩილ კბილაშვილი - თავის დროზე, ახმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო
ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თავის დროზე ახმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. ამის შესახებ კბილაშვილმა
ზაზა ბიბილაშვილი - თუ შეეცდებიან სააკაშვილის გადმოცემას, ორივე რეჟიმი, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, მიიღებს საკადრის პასუხს
ჩვენ ვიწყებთ საზოგადოების მობილიზებას იმ სცენარისთვის, რომ თუ შეეცდებიან სააკაშვილის გადმოცემას საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის ორივე რეჟიმი,