არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
ზვიად კვაჭანტირაძე - თუ პოლიტიკური პროცესები ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს
13:58 07-12-2017
ზვიად კვაჭანტირაძე - თუ პოლიტიკური პროცესები ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას - ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ისრაელში აშშ-ს საელჩოს ქალაქ თელავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, კვაჭანტირაძის აზრი, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა საკუთარი, ჩემი რწმენით სამართლიანი დამოკიდებულება იერუსალიმის მიმართ, რომელიც ისტორიულად სამი წამყვანი რელიგიისთვის უმაღლესი საკრალური მნიშვნელობის ქალაქია. ტრამპმა განაცხადა გადაწყვეტილება საკუთარი საელჩოს იერუსალიმში გადასვლის შესახებ. შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხვდე ამ ამბავს, თუკი გესმის ებრაელი ხალხის ისტორია და თავს თვლი ამ ქვეყნის მეგობრად. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ესაა ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ. ამერიკის პრეზიდენტმა ეს შესძლო, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს პოზიციას მასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, მაშინ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ პროცესებს და მას მხარი უნდა დაუჭიროს. ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზვიად კვაჭანტირაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ტრადიციაა უკრაინული, კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა ჟურნალისტი ღონღაძე, რომელიც მოკლეს, იუშენკოს და იანუკოვიჩს - იულია ტიმოშენკო და პოროშენკოს - მე
რაღაც ტრადიციაა უკრაინული, ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ პრეზიდენტებს ამოჩემებული ჰყავდათ ერთი ადამიანი - კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა
 მიხეილ სააკაშვილი - ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში?
ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? - ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდარი, ვეშლები
 მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ - პირუტყვივით თავს არ გავასკვანჩინებდი
სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ, ხელბორკილი დამადეს, მაგრამ მუხლებზე მაინც ვერ დამაყენეს, - ამის შესახებ
 არჩილ თალაკვაძე - ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - არანაირ დაპირისპირებას უმრავლესობის შიგნით ადგილი არ აქვს
ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არის ერთიანი და არანაირ
 ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები მოვისმინეთ, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი - უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება
მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
 მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც
თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! - ამის შესახებ
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული
 ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე
მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი, - ამის შესახებ
გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ.
ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.