არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
თორნიკე შარაშენიძე სესიაშვილის ინიციატივაზე - ერთიანი ეროვნული გამოცდები გამიგია, მაგრამ ერთიანი ეროვნული ანალიტიკა მსოფლიოში არსად არ არსებობს
14:44 07-12-2017
თორნიკე შარაშენიძე სესიაშვილის ინიციატივაზე - ერთიანი ეროვნული გამოცდები გამიგია, მაგრამ ერთიანი ეროვნული ანალიტიკა მსოფლიოში არსად არ არსებობს ასე ჰაერზე საუბარი, „ერთიანი ეროვნული“ და ა.შ. როცა ერთი სტრუქტურა გაუქმდა და მეორე უქმდება, ცოტა გაურკვეველია - ერთიანი ეროვნული გამოცდები გამიგია, მაგრამ ერთიანი ეროვნული ანალიტიკა არ არსებობს მსოფლიოში არსად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდის.

თორნიკე შარაშენიძისთვის გაუგებარია, რა გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა იმუშაოს ერთიანმა ეროვნულმა ანალიტიკურმა სამსახურმა, როცა მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

„როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ყველაფერი რომ გაუქმდა, რაღაც კოორდინაცია სჭირდება მთავრობას. ველოსიპედი უკვე გამოგონებულია, ესენი კიდევ რაღაც ახალ „სატრანსპორტო საშუალებას“ იგონებენ.

მსოფლიოში ბევრგან არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელმაც საქართველოში რატომღაც ვერ იმუშავა, თუ არ იმუშავა ან არ აცადეს მუშაობა. კრიზისების საბჭო შექმნეს, რომელმაც ვერ იმუშავა.

თუ ქმნიან უკვე არსებულის ანალოგს, კარგი იქნება იმიტომ, რომ ისწავლიან ვიღაცისგან, რა უნდა ქნან. თუ ახალს ქმნიან, გაურკვეველია, რაზე დაყრდნობით ქმნიან და ინსტიტუციურად სად იქნება. ჩვენთან ინსტიტუციები ისედაც სუსტია და კიდევ ახლის მოგონება გაურკვევლობას იწვევს“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„თუკი ჩვენ გვსურს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი საერთო ერთიანი ხედვით უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური სამსახური. არ გეგონოთ, რომ მე გთავაზობთ რაღაც დიდ სტრუქტურას ან დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს. ეს შეიძლება იყოს 15-20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოახდინოს სხვადასხვა სამინისტროს მიერ განსაზღვრული, გაანალიზებული ხედვის გაერთიანება და ამის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების მიწოდება მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის, შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ტრადიციაა უკრაინული, კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა ჟურნალისტი ღონღაძე, რომელიც მოკლეს, იუშენკოს და იანუკოვიჩს - იულია ტიმოშენკო და პოროშენკოს - მე
რაღაც ტრადიციაა უკრაინული, ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ პრეზიდენტებს ამოჩემებული ჰყავდათ ერთი ადამიანი - კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა
 მიხეილ სააკაშვილი - ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში?
ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? - ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდარი, ვეშლები
 მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ - პირუტყვივით თავს არ გავასკვანჩინებდი
სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ, ხელბორკილი დამადეს, მაგრამ მუხლებზე მაინც ვერ დამაყენეს, - ამის შესახებ
 არჩილ თალაკვაძე - ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - არანაირ დაპირისპირებას უმრავლესობის შიგნით ადგილი არ აქვს
ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არის ერთიანი და არანაირ
 ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები მოვისმინეთ, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი - უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება
მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
 მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც
თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! - ამის შესახებ
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული
 ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე
მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი, - ამის შესახებ
გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ.
ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.