არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
დეპუტატი შოთა შალელაშვილი სუს-ში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
15:53 07-12-2017
დეპუტატი შოთა შალელაშვილი სუს-ში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის დღეს სუს-ში დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შალელაშვილმა განუცხადა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებული მისი სტატუსის გამო, სუს-ში არ დაუბარებიათ და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ის აცხადებს, საგამოძიებო უწყებაში პირად შეხვედრაზე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისრაელისადმი მსგავსი მხარდაჭერა დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე მეგობარი სახელმწიფოს მიმართ.

დღესვე შოთა შალელაშვილის მიმართვაზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 
„უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ტრადიციაა უკრაინული, კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა ჟურნალისტი ღონღაძე, რომელიც მოკლეს, იუშენკოს და იანუკოვიჩს - იულია ტიმოშენკო და პოროშენკოს - მე
რაღაც ტრადიციაა უკრაინული, ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ პრეზიდენტებს ამოჩემებული ჰყავდათ ერთი ადამიანი - კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა
 მიხეილ სააკაშვილი - ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში?
ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? - ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდარი, ვეშლები
 მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ - პირუტყვივით თავს არ გავასკვანჩინებდი
სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ, ხელბორკილი დამადეს, მაგრამ მუხლებზე მაინც ვერ დამაყენეს, - ამის შესახებ
 არჩილ თალაკვაძე - ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - არანაირ დაპირისპირებას უმრავლესობის შიგნით ადგილი არ აქვს
ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არის ერთიანი და არანაირ
 ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები მოვისმინეთ, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი - უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება
მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
 მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც
თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! - ამის შესახებ
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული
 ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე
მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი, - ამის შესახებ
გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ.
ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.