არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
არჩილ თალაკვაძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ დამატებით დანახარჯებს არ უკავშირდება
19:31 18-12-2017
არჩილ თალაკვაძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ დამატებით დანახარჯებს არ უკავშირდება დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ დამატებით დანახარჯებს არ უკავშირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფრაქციების შექმნის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ფრაქციების შემთხვევაში დაფინანსება მიბმული არის პარლამენტარებთან, შესაბამისად, როცა დეპუტატები ქმნიან ფრაქციას, ეს დაფინანსება მიჰყვება მათ.

დეპუტატის შეფასებით, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი, შესაბამისად, „რეგლამენტში პირდაპირ არის გაწერილი, თუ როგორ ხდება ფრაქციების დაფინანსება“. თალაკვაძე ყველას შეახსენებს, რომ ოპოზიციას დღეს იმდენივე ფრაქცია აქვს პარლამენტში, რამდენიც უმრავლესობას.
“გარკვეული პოლიტიკური კომენტატორების მხრიდან არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა ამ საკითხს. როგორც იცით, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ დამატებითი ფრაქციების შექმნაზე. ოპოზიციას დღესდღეობით პარლამენტში აქვს იმდენივე ფრაქცია, რამდენიც მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში შედის, რომ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით სამუშაო პროცესი, უზრუნველვყოთ მეტი ჩართულობა თანაგუნდელების. ეს გადაწყვტილება პირდაპირ უკავშირდება ამ მიზნების შესრულებას. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს უკვე საგაზაფხულო სესიაზე, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების“ ინტერესია, რომ უკვე 2018 წლიდან გადავიდეს მეტად პროაქტიურ დღის წესრიგზე, ანუ ჩვენ გამოვიყენებთ იანვრისა და თებერვლის პერიოდს, რომ დავამუშაოთ ის საკანონმდებლო ინიციატივები და თემები, რომლითაც საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით. მიმდინარე წელი იყო ძალიან დატვირთული, მაგრამ ჩვენ შევძელით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომლებიც პირდაპირ აისახა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე - 2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან
2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან,
ჟან-კლოდ იუნკერი გიორგი კვირიკაშვილზე - მადლობას ვუხდი მას მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს
მადლობას ვუხდი გიორგი კვირიკაშვილს მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედულად იცავს თავის
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა, - ამის შესახებ
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები
ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გვჯერა, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემები
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე - უკრაინამ და საქართველომ ძალიან დიდი ზარალი განიცადეს რუსეთის აგრესიის გამო
უკრაინამ და საქართველომ ძალიან დიდი ზარალი განიცადეს რუსეთის აგრესიის გამო - ჩვენი ისტორიული და სუვერენული ტერიტორიები არის
პრეზიდენტი - სმენა უნდა გვქონდეს გამახვილებული და ევროპელი ქვეყნების ყურამდე მივაწვდინოთ, რომ გაცილებით მეტად ორგანიზებული რეაგირებაა საჭირო აგრესიული ქვეყნის ქმედებაზე
სმენა უნდა გვქონდეს გამახვილებული და ევროპელი ქვეყნების ყურამდე მივაწვდინოთ ის, რომ გაცილებით მეტად ორგანიზებული
ანდრეი კისკა - რეფორმების გატარება ძალიან ძნელია, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს
საქართველო ფანტასტიური ქვეყანაა და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს განვითარების შანსი, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ
გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოსთვის დახმარების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოსათვის დახმარების პროცესში მისი პირადი