არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
მიხეილ სააკაშვილი - დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ
16:05 03-01-2018
მიხეილ სააკაშვილი - დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას რომ აპირებდნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებმა იქამდე მითხრეს, ვიდრე ამას გააკეთებდნენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წყარომ მის დაპატიმრებამდე ოთხი დღით ადრე ისიც შეატყობინა, რომ დაიჭერდნენ და ასეც მოხდა.

„იმავე წყარომ შემატყობინა, რომ 29 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის, სადაც ტყვეების გაცვლის საკითხთან ერთად ჩემი სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრეს. პუტინმა ასევე მიუთითა, რომ კურჩენკოსთვის დაევალებინათ რაღაცის დადასტურება ან მოგონება. მსურს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასცეს პასუხი კითხვას, შედგა თუ არა საუბარი. პუტინი თავადაც არ მალავს, რომ ჩემით არის დაინტერესებული. ბოლო კონფერენციაზე ჩემი სახელი 12-ჯერ ახსენა, ხოლო როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, უკრაინის სირცხვილია, რომ ციხეში არ ვზივარ. პუტინმა პოროშენკოს უთხრა, რომ ასეთ რამეს რუსეთში არ დაუშვებდა, რითაც მითითება მისცა პოროშენკოს. მოსკოვიდან „გაზპრომის“ მსხვილ აქციონერს, ივანიშვილს მიუთითეს, რომ საქართველოში 3 იანვრისთვის ჩემი სასამართლო პროცესი დაესრულებინათ, რასაც დღეს გააკეთებენ. დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე დღეს კიევსა და თბილისში პროცესები ერთდროულად მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სერგო რატიანი - თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს
თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ მან უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს - უნდა
„დემოკრატიული მოძრაობა“ NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს.
ზაზა ხუციშვილი - “ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა ის პრობლემებია, რაც კვლევაში დაფიქსირდა და არა ის, თუ მეორე ადგილზე გასულ ძალას რა რეიტინგი აქვს
“ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა ის პრობლემებია, რაც ამ კვლევაში დაფიქსირდა და არა ის, თუ მეორე ადგილზე გასულ ძალას რა რეიტინგი
სერგო რატიანი NDI-ის კვლევაზე - ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე ცხადია, რომ გარკვეული ნიჰილიზმია პოლიტიკური პროცესების მიმართ
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე ცხადია, რომ არის გარკვეული ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესების მიმართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა
ეკა ბესელია - ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა აქვს
ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას აქვს მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ
დავით სერგეენკო - გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილება
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის სახელისუფლებო გუნდიდან პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.
დავით სერგეენკო - ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას
ანა ნაცვლიშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს.
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.