არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
მიხეილ სააკაშვილი - დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ
16:05 03-01-2018
მიხეილ სააკაშვილი - დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას რომ აპირებდნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებმა იქამდე მითხრეს, ვიდრე ამას გააკეთებდნენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წყარომ მის დაპატიმრებამდე ოთხი დღით ადრე ისიც შეატყობინა, რომ დაიჭერდნენ და ასეც მოხდა.

„იმავე წყარომ შემატყობინა, რომ 29 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის, სადაც ტყვეების გაცვლის საკითხთან ერთად ჩემი სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრეს. პუტინმა ასევე მიუთითა, რომ კურჩენკოსთვის დაევალებინათ რაღაცის დადასტურება ან მოგონება. მსურს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასცეს პასუხი კითხვას, შედგა თუ არა საუბარი. პუტინი თავადაც არ მალავს, რომ ჩემით არის დაინტერესებული. ბოლო კონფერენციაზე ჩემი სახელი 12-ჯერ ახსენა, ხოლო როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, უკრაინის სირცხვილია, რომ ციხეში არ ვზივარ. პუტინმა პოროშენკოს უთხრა, რომ ასეთ რამეს რუსეთში არ დაუშვებდა, რითაც მითითება მისცა პოროშენკოს. მოსკოვიდან „გაზპრომის“ მსხვილ აქციონერს, ივანიშვილს მიუთითეს, რომ საქართველოში 3 იანვრისთვის ჩემი სასამართლო პროცესი დაესრულებინათ, რასაც დღეს გააკეთებენ. დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე დღეს კიევსა და თბილისში პროცესები ერთდროულად მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს
ყოველწლიურად ჩინეთი 56 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმ სახეობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთაც დღეს
თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან საჯარო ბაგა-ბაღების საკითხზე ისაუბრა.
ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპორტზე 1.5 მლნ კვ მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა
5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა „China International Import Expo“ გაიმართება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ
„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის იმპორტის გამოფენის შესახებ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ხვდება
5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა „China International Import Expo“ გაიმართება, რომელზეც საქართველო „სტუმარი ქვეყნის“ სტატუსითაა მიწვეული.
გიორგი აბაშიშვილი - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება. ორივე (გიორგი კვირიკაშვილი და დავით სერგეენკო) ძალიან ღირსეული კანდიდატია
გიორგი აბაშიშვილი - გიორგი გახარია აღმოჩნდა ერთადერთი მმართველი გუნდიდან, რომელმაც ზუსტად განმარტა შეწყალების სამართლებრივი და მორალური მხარე
საბედნიეროდ, ბატონი გიორგი გახარია ამ ხნის განმავლობაში აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი მმართველი პოლიტიკური გუნდიდან,