არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ზურაბ ბატიაშვილი - ირანში რეჟიმის ცვლილება და ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება ნაკლებად მოსალოდნელია
16:16 03-01-2018
ზურაბ ბატიაშვილი - ირანში რეჟიმის ცვლილება და ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება ნაკლებად მოსალოდნელია აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის აზრით, ირანში რეჟიმის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია და ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატია მარტივად ვერ დამკვიდრდება.

როგორც ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ირანში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა, ირანში პროტესტი, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.

„ირანში არის უმუშევრობის მაღალი დონე - 12%. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდებში, რომელთა 1/3 არის უმუშევარი. ყოველწლიურად ირანის მოსახლეობა 1 მილიონით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არც ისე მარტივია. ამას დაერთო ფასების ზრდა, კორუფცია და შემდეგ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ნაწილობრივ პოლიტიკურ ლოზუნგებში გადაიზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა რეფორმისტული ჯგუფი არ იზიარებს მოთხოვნებს, ბევრი გაემიჯნა კიდეც, ვინაიდან ბევრგან პროტესტი გადაიზარდა ძალადობაში. ჩატარდა პროსამთავრობო აქციებიც. ვფიქრობ, ნაკლებად მოსალოდნელია რეჟიმის ცვლილება და ირანში მარტივად ვერ დამკვიდრდება ლიბერალური დემოკრატია, რისი იმედიც დასავლეთში შეიძლება ჰქონდეთ. აქ გასათვალისწინებელია ირანის სპეციფიკა, რომელსაც სულ სხვა ტრადიციები გააჩნია და განსხვავებული ისტორია აქვს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება გარე ძალების შესაძლო ჩარევას ირანში მიმდინარე პროცესებში, ბატიაშვილის აზრით, ასეთ შემთვევასთან ნაკლებად გვაქვს საქმე.

„ეს სპონტანური აქციებია, არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, არ აქვს გამოკვეთილი ლოზუნგები, რაც აჩვენებს, რომ პროტესტი ერთი ცენტრიდან არ არის გამოსული“, - დასძინა ბატიაშვილმა.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი მარგველაშვილი - ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი?!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებული კრიტიკით გაკვირვებულია.
გიორგი მარგველაშვილი - შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და ამ რეალობაში მე სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!
რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი - სისტემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, დანგრევის მაგივრად განმტკიცდა და დასტაბილურდა
ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ემსახურებიან ალალ-მართლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა
გიორგი მარგველაშვილი - ის დღეები, როდესაც ვიხილავ შეწყალების საქმეებს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რადგან ძალიან ბევრი ძალადობის, ჩაგვრის შესახებ მიხდება ხოლმე ამბის მოსმენა
”ქართულმა ოცნებამ” ამ სიუჟეტებით, კომენტარებით გვაჩვენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი, - ასე აფასებს საქართველოს
ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიის ეკონომიკის მინისტრს, არვილს აშერადენისს შეხვდა.
ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას წინა ხელისუფლების მიერ აღებული პრემია-დანამატების რაოდენობა შეახსენა
თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს ”უსუსურები” უწოდა. მანვე ოპონენტებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღებული ხელფასების, დანამატებისა და პრემიების
თამარ ჩუგოშვილი ომბუდსმენის შეთავაზებაზე - სახალხო დამცველს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გამტარი რგოლის ტვირთი აკისრია - კარგი იქნება თუ ის ამ ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს
მივესალმები სახალხო დამცველის ინიციატივას, ზოგადად, სახალხო დამცველს აკისრია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გამტარი რგოლის ტვირთი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა
ირაკლი ხმალაძე - ოპოზიციის მხრიდან ისმოდა არაჯანსაღი კრიტიკა ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე
საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურის განხილვა დასრულდა. ოპოზიციის მხრიდან ისმოდა არაჯანსაღი კრიტიკა ხელფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე,
თამარ ჩუგოშვილი - აფგან მუხთარლის საქმეზე შენიშვნები არა მხოლოდ Freedom House-ის, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორების მხრიდან დაფიქსირდა - მნიშვნელოვანია, კითხვებს პასუხი გაეცეს
ქულების თვალსაზრისით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრ თემურ გორგაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრ თემურ გორგაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.