არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს
17:35 12-01-2018
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის ჯგუფის მექანიზმი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ასეთ საკითხებზე.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როდესაც საქმე ეხებოდა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია და ბუნებრივია, ეს მექანიზმი აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები სუსტია და საკანონმდებლო ორგანო მუშაობს იმისთვის, რომ ეს ფუნქციები უფრო ეფექტიანი გახდეს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით, პარლამენტის რესურსები ტრადიციულად საკმაოდ სუსტია და ჩვენ გვჭირდება, ჩვენი რესურსების განვითარება იმისთვის, რომ უკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 3 წლის თავზე, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუციას, პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები, განსაკუთრებით ზედამხედველობის სფეროში“, - განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ ჯანელიძე - მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში
ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ
 მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს
 მაიკ პომპეო - რუსეთის ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა
 მაიკ პომპეო - ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში
ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ
 ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველო
 ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა.
 ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს
ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ
 საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის
 გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ
 ირაკლი სესიაშვილი - გარდა პოლიტიკური აღიარებისა, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან, გვჭირდება ამ ფაქტის, მათ შორის სამართლებრივად დამტკიცება
გარდა პოლიტიკური აღიარებისა, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან, ჩვენ გვჭირდება ამ ფაქტის, მათ