არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულ ბანკს დაეკისრა პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკეულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად საბანკო ,,ჰოლდინგზე“
17:47 12-01-2018
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულ ბანკს დაეკისრა პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკეულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად საბანკო ,,ჰოლდინგზე“ ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და დაეკისრა პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკეულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად საბანკო ,,ჰოლდინგზე“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დაახლოებით, ექვსთვიანი, სკურპულოზური მუშაობისა და პოზიციათა შეჯერების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონთა პაკეტი, რომელიც დაარეგულირებს იმ პრობლემებს, რომელიც წლებია საქართველოს მოსახლეობის, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაისმოდა კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებით.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე მოხდა ე.წ. საბანკო ჰოლდინგს გამიჯვნა კომერციული ბანკებისგან და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და დაეკისრება პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ ,,ჰოლდინგზე“ თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი.

ასევე სებ-ს მიეცა უფლება, მიიღოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია, განახორციელოს კონსოლიდირებული ზედამხედველობა, აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვოს ჯგუფში შემავალი ბანკის და სხვა იურიდიული პირების გამიჯვნა, გამოიყენოს ფინანსური თუ სხვა სანქციები.
ამასთან, კოვზანაძის განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მიკროსაფინანსო და სხვა იმ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის და რეგულირების ჩარჩოები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მოსახლეობისგან მოიზიდავენ ფულად სახსრებს. სებ-ს მიეცა ყველა საჭირო უფლებამოსილება, რათა ამ სფეროზე მან განახორციელოს სრულმასშტაბიანი ზედამხედველობა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზე მოხდა კომერციული ბანკის მენეჯმენტის, აქციონერების, ადმინისტრატორების პასუხისმგებლობის განსაზღვრა, რათა მათ არ გამოიყენონ თავიანთი სამსახურეობრივი ინფორმაცია და მდგომარეობა საკუთარი ინვესტიციების, სხვა ბიზნესის, თუ ბანკთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სხვა იურიდიული პირის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩასაყენებლად. ამ მიმართულებითაც სებ-ს მიეცა მთელი რიგი ინსტრუმენტები, რათა განახორციელოს სათანადო კონტროლი.

,,პარლამენტის საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტი განახორციელებს მკაცრ და პერმანენტულ საპარლამენტო კონტროლს მოცემული კანონის აღსრულებაზე. ჩვენ სკურპულოზურად შევისწავლით იმ კანონქვემდებარე აქტებს, რომლებსაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული ბანკი აღნიშნული მიმართულებებით შეიმუშავებს. პერიოდულად მოვითხოვთ ინფორმაციებს და ჩავატარებთ საკომიტეტო მოსმენებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ხელი მოაწერა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და სხვა შესაბამის კანონებში პარლამენტის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დავით ბაქრაძე - აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად
აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად, - აღნიშნული
 მიხეილ ჯანელიძე - მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში
ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ
 მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს
 მაიკ პომპეო - რუსეთის ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა
 მაიკ პომპეო - ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში
ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ
 ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველო
 ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა.
 ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს
ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ
 საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის
 გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ