არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ირაკლი სესიაშვილი - ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა
22:09 12-01-2018
ირაკლი სესიაშვილი - ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა მინდა საზოგადოებამ მარტო დღევანდელი მოცემულობა არ შეაფასოს, უფრო შორს გაიხედოს და იფიქროს იმაზე, რა განზრახვითაც ეს ტერორისტები ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ხელისუფლება და კანონი ვერ იმუშავებს, თუ საზოგადოების მხრიდან არ იქნება ხელშეწყობა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სახელმწიფოში სერიოზული საფრთხეების აცილება მოხდა.

“ქვეყანა ავაცილეთ ძალიან სერიოზულ საფრთხეებს. მინდა საზოგადოებამ მარტო დღევანდელი მოცემულობა არ შეაფასოს. მინდა უფრო შორს გაიხედოს და იფიქროს იმაზე, რა განზრახვითაც ეს ტერორისტები ჩამოვიდნენ. ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა და ძალიან ბევრი პრობლემა გვექნებოდა, რაც ისევ და ისევ ჩვენს მოსახლეობას უბრუნდება.

არის ემოციური ფონიც და აქ მხოლოდ ხელისუფლება და კანონი ვერ იმუშავებს. საუბარი იმაზე და ფონის შექმნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა და რომ აქედან თავისუფლად მიდიან, არის ტყუილი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დარტყმა”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დავით ბაქრაძე - აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად
აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად, - აღნიშნული
 მიხეილ ჯანელიძე - მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში
ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ
 მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს
 მაიკ პომპეო - რუსეთის ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა
 მაიკ პომპეო - ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში
ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ
 ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველო
 ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა.
 ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს
ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ
 საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის
 გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ