არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ირაკლი სესიაშვილი - მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოების მისაღწევად საზოგადოების თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია
22:33 12-01-2018
ირაკლი სესიაშვილი - მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოების მისაღწევად საზოგადოების თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, თუ საზოგადოება არ იქნება ამის თანამონაწილე, ძალიან რთული იქნება შედეგზე გასვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას, პანკისის ხეობაზე საუბრისას განაცხადა.

ამ კონტექსტში მან დანაშაულის დაფარვის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. “მე მინდა პატარა მინიშნება გავაკეთო - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც იყო ნომერ პირველი თემა არა მარტო საქართველოში. ყველამ დაინახა, რომ მოხდა ტერორისტების ლიკვიდაცია, სამწუხაროდ, დაიღუპა ჩვენი სპეცრაზმელი და ამ მოვლენის დასრულების შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდნენ თანამოქალაქეები, რომლებიც ამ ტერორისტებს ეხმარებოდნენ. ეს ადამიანები ამ ყველაფერს უყურებდნენ. ნახეს, რომ მოხდა იმ ადამიანების ლიკვიდაცია, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში იმყოფებოდნენ, თუმცა, ეს ადამიანები პოლიციაში არ გამოცხადდნენ. რიგ შემთხვევაში ხდება საკითხზე თვალის დახუჭვა. ის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რადიკალურ ჯგუფებთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ეს ყველაფერი ადგილზე ძალიან ბევრმა კარგად იცოდა”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების დაკავშირება არ შეიძლება. ”ეს არის დაუშვებელი. აქ ჩვენ გვაქვს საქმე კრიმინალთან და ტერორიზმთან. ქვეყანა ავაცილეთ სერიოზულ საფრთხეებს”, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ”"მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება" - ირაკლი სესიაშვილი”
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ანდრეი პარუბი - საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა
ვიცით, რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ
დევიდ კრამერი - საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის
“ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტის, დევიდ კრამერის შეფასებით, „საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის“.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს
ყოველწლიურად ჩინეთი 56 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმ სახეობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთაც დღეს
თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან საჯარო ბაგა-ბაღების საკითხზე ისაუბრა.
ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპორტზე 1.5 მლნ კვ მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა
5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა „China International Import Expo“ გაიმართება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ
„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა