არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ლევან კობერიძე - საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრაა
22:55 12-01-2018
ლევან კობერიძე - საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრაა საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის არის აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა ლევან კობერიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ლევან კობერიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, თუ რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი.

”აზრობრივი თანხვედრა საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის არის აბსოლუტური, იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის მთავარი იდეა არის ის, რომ მომხმარებელს დავეხმაროთ, გავუწიოთ ის თანაზიარობა, რამაც საბოლოო ჯამში იგი შეძლებისდაგვარად უნდა დააბრუნოს საზოგადოებაში, ნორმალური ცხოვრების რიტმში. ხოლო გამსაღებლებს, რეალიზატორებს და ე.წ. ბარიგებზე არის რეალურად საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა თავის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ა.შ.

საპატრიარქოს განცხადებები ყოველთვის ძალიან თანამიმდევრული იყო ამ ჭრილში. პატრიარქი ჯერ კიდევ 2005 წელს ამბობდა, რომ მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანს გვერდში უნდა დავუდგეთ და მას, ვინც ჰყდის, სამწუხაროდ, სისხლიანი პური მიაქვს თავის ოჯახში. ამიტომ კანონპროექტიც ამ შინაარსობრივ ღერძზეა აგებული”, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს და ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

იხილეთ ვიდეო: ”"ყველანი ვთანხმდებით რომ მომხმარებელი არ უნდა წავიდეს ციხეში " - ლევან კობერიძე”
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ანდრეი პარუბი - საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა
ვიცით, რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ
დევიდ კრამერი - საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის
“ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტის, დევიდ კრამერის შეფასებით, „საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის“.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს
ყოველწლიურად ჩინეთი 56 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმ სახეობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთაც დღეს
თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან საჯარო ბაგა-ბაღების საკითხზე ისაუბრა.
ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპორტზე 1.5 მლნ კვ მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა
5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა „China International Import Expo“ გაიმართება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ
„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა